ინტერიერის საიდუმლოებები, – რომლებიც დაგეხმარებათ იდეალური სივრცის შექმნაში

23 hours ago 1

ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ლამაზი სივრცის შექმნა არ არის – ის უნდა იყოს კომფორტული, ფუნქციური და თქვენს სტილსა და საჭიროებებს მორგებული. მცირე დეტალიც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი სახლის მთლიან იერსახეზე და შეგრძნებებზე. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ საინტერესო პასუხებს პროფესიონალისგან რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაიაზროთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ინტერიერის შექმნის ან განახლების პროცესში.

ჩვენი სტუმარი „Art Line Group”-ის დამფუძნებელი და ინტერიერის დიზაინერი დავით კავლელიშვილი გახლავთ.

როგორ ფიქრობთ რომელი დეტალია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სივრცე იყოს კომფორტულიც და სტილურიც ერთდროულად?

– ალბათ გაგვიგია რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრია, ზოგადად ვიტყვი რომ კომფორტის აღქმა და სტილი ძალიან ინდივიდუალური საკითხია, მთავარი ის არის, რომ სივრცემ თქვენს მოთხოვნებს და განწყობას უპასუხოს, კომფორტული და სტილური სივრცის შექმნისთვის რამდენიმე ძირითადი ელემენტია მნიშვნელოვანი, რომლებიც ჰარმონიაში უნდა იყოს:

პირველ რიგში ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ კომფორტის საფუძველი კარგად დაგეგმილი სივრცეა. თითოეულ ობიექტს უნდა ჰქონდეს თავისი კონკრეტული ადგილი, ხოლო გადაადგილება იყოს თავისუფალი. ფუნქციური დიზაინი ნიშნავს, რომ ავეჯი და დეკორი პრაქტიკულობას ემსახურება და არ არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის განკუთვნილი.

რაც შეეხება შემდეგ ელემენტს ეს არის განათება, სწორად შერჩეული განათება ახდენს სივრცის ხასიათის განსაზღვრას. დღის შუქის მაქსიმალური გამოყენება აუცილებელია, ხოლო საღამოსთვის დიმერიანი ნათურები, ან დეკორატიული სანათები სივრცეში კომფორტულ და თბილ ატმოსფეროს ქმნის.

ფერები – ფერების ჰარმონიული პალიტრა სივრცეს სისუფთავისა და სიმშვიდის განცდას ანიჭებს. ნეიტრალური ფერები, მაგალითად, თეთრი, კრემისფერი ან ნაცრისფერი, ხშირად გამოიყენება იდეალური ფონის შესაქმენლად, რომელსაც შეგვიძლია ასევე დავამატოთ აქცენტები ტექსტილის, ბალიშების ან დეკორის საშუალებით.

მასალების არჩევისას ბუნებრივი ფაქტურებს ვანიჭებ უპირატესობას, როგორიცაა ხე, ქვა, ან თბილი ქსოვილები, რაც სივრცეს სტილურსა და მყუდროს ხდის.

ფაქტურებისა და დეტალების მრავალფეროვნებით სივრცე ხდება უფრო საინტერესო, როდესაც მასში სხვადასხვა ფაქტურა ერთიანდება. მაგალითად, ხის ავეჯის შეხამება ხავერდის ბალიშებთან, ან ლითონის დეტალებთან. ეს ქმნის ვიზუალურ დინამიკას და უფრო დახვეწილ იერს.

ნამდვილი კომფორტი და უნიკალურობა მოდის სივრცეში არსებული პირადი დეტალებისგან: ეს იქნება წიგნები, მოგონებებთან კავშირში არსებული ნივთები, თუნდაც მოგზაურობისას შეძენილი, ან ხელნაკეთი დეკორი. ეს სივრცეს პიროვნების სახასიათო სივრცედ აქცევს და გარკვეულწილად სიცოცხლეს ანიჭებს.

კომფორტისთვის ასევე აუცილებელია ისეთი ელემენტები, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ, თუნდაც თბილი ხალიჩები, სასიამოვნო სურნელი, სანთლები და სხვა.

სივრცე სტილური მაშინ არის, როდესაც დიზაინის თითოეული ელემენტი ერთმანეთს აბალანსებს და არ ქმნის ქაოსს. ერთი სტილის ან თემის არჩევა, მაგალითად, მინიმალისტური, სკანდინავიური, ინდუსტრიული ან ქართული ტრადიციული, ეხმარება სივრცეს ერთიანობის შენარჩუნებაში.

თქვენი აზრით ინტერიერის დიზაინში რომელი ფერია ისეთი, რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან?

– ინტერიერის დიზაინში რამდენიმე ფერი ნამდვილად „უკვდავია“ და არასოდეს გადადის მოდიდან, რადგან ისინი უნივერსალურია და სხვადასხვა სტილში მარტივად ინტეგრირდება.

ყველაზე “უკვდავი” ფერი ინდივიდუალურად შერჩეულია იმ სტილის მიხედვით, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ. მაგალითად თეთრი და ნაცრისფერი, ყველაზე უნივერსალური არჩევანია, მაგრამ “ბეჟი” და მუქი ლურჯი სივრცეს მეტ ხასიათს და სიღრმეს ანიჭებს.

პროფესიონალის რჩევით რა ერთი ცვლილება შეგვიძლია გავაკეთოთ ნებისმიერ ოთახში, რომ ის უფრო მიმზიდველი გახდეს?

– ვფიქრობ ყველა სივრცეზე ინდივიდუალური მსჯელობა არის საჭირო, თუმცა განათებაზე მსურს აქცენტის გამახვილება, ვინაიდან განათება არის ინტერიერის „სული,“ რომელიც განსაზღვრავს სივრცის ატმოსფეროს, ხასიათს და ფუნქციურობას. სწორად შერჩეული განათება არა მხოლოდ ვიზუალურად აკმაყოფილებს, არამედ სივრცეს უფრო თბილს, სტილურსა და მოსახერხებელს ხდის.

რა ქმნის სახლს ნამდვილ სახლად – დეკორი, განათება თუ ემოცია?

– სახლი არის ემოციების, დეკორის და განათების ერთიანობა. ემოცია არის ძირითადი საფუძველი, რომელიც სახლის „სულს“ ქმნის, ხოლო დეკორი და განათება ამ სულს ფორმასა და განწყობას აძლევს.

გადადით მოცემულ ლინკზე და გაიგეთ უფრო მეტი  https://shorturl.at/ikqu1

სრულად წაკითხვა