ის, რაც ქართული საეკლესიო კულტურის მიმართ რუსეთმა ჩაიდინა, უდიდესი დანაშაულია.
მუსიკოსი ზურა ბალანჩივაძე იმ ქართულ ეკლესიებზე გვიამბობს, რომლებიც რუსეთმა გადაათეთრა, ტყვია-წამლის საწყობად აქცია, ქართული გუმბათი მოანგრია და რუსული გუმბათი დაადგა…
ანჩისხატი, ქვათახევი, ალავერდი, იყალთო, საფარა, ვერის ლურჯი მონასტერი, ახალი შუამთა, გრემი, ბარაკონი, სვეტიცხოველი – ეს იმ ტაძრების ჩამონათვალია, რომლებიც რუსეთის “რეორგანიზაციამ” დაამახინჯა.