„წინიდან ბათუმის მატარებელია, გვერდიდან მდინარე, სად წავიდეთ?” – ფოთი-თბილისის მატარებელი ხარაგაულში გაჩერდა

1 month ago 15

ფოთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ხარაგაულში გაჩერდა. მგზავრები  ადგილიდან “მთავარ არხს” უყვებიან, რომ  პერსონალმა მათ განუცხადა, რომ ლიანდაგის ისრები გაყინულია, რის გამოც არ იციან, როდის აღდგება მოძრაობა.

„1-ელ საათზე თბილისში უნდა ვყოფილიყავი და  ორი საათი დაიწყო და მატარებელში ვარ ხარაგაულში. ასე ამბობენ ისრებია გაყინული. წინიდან ბათუმის მატარებელია, გვერდიდან მდინარე, სად წავიდეთ, რა ვქნათ არ ვიცით. აქ გვითხრეს 28-მდე  თოვლია მოსალოდნელიო და იმედია მომდევნო სამი დღის გატარება აქ არ მოგვიწევს”,- გვიყვება მგზავრი.

სრულად წაკითხვა