წლის აქტუალური ფერები და რიტუალები, რომლებიც ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ – რა გველის ხის სტიქიის, მწვანე გველის წელიწადში

2 days ago 4

2025 წელი ხის სტიქიის, მწვანე გველის წელიწადია, რაც აღმოსავლურ იდეოლოგიაში სიბრძნისა და ოჯახური სტაბილურობის სიმბოლოდ მიიჩნევა.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “ფორტუნასთან“ ინტერვიუში იმ რიტუალებსა და აქტუალურ საკითხებზე საუბრობს, რომელთა შესრულებაც წინასაახალწლოდ მნიშვნელოვანია და რაც ახალი წლის დადგომასთან ერთად, წლის მთავარი მასპინძლის – მწვანე გველის კეთილგანწყობას მოგაპოვებინებთ.

როგორც ცაგარელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, აღმოსავლური ფილოსოფიაში, იდეოლოგიაში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რა რიტუალებს ატარებს ადამიანი და როგორ სცემს პატივს მომავალი წლის მთავარ მასპინძელს.

“ეს არის გველის წელიწადი და აღმოსავლეთში სულ სხვა დამოკიდებულების მქონეა, დიდ პატივს სცემენ, რადგან სიბრძნის, ინტუიციისა და ოჯახური სტაბილურობის ერთ-ერთ დამცველ სიმბოლოდ ითვლება.

რეალურად, აღმოსავლური კალენდრით, გველის წელიწადი, 29 იანვარს, მე-13 ახალმთვარეობაზე იწყება, კარგი იქნება, თუ ამ რიცხვში იმ რიტუალებს გაიმეორებთ, რომლითაც 31 დეკემბერს ახალ წელს ვეგებებით“, – გვითხრა ასტროლოგმა და იმ რიტუალების შესახებ ისაუბრა, რომელიც 2025 წლის დადგომასთან ერთად, მნიშვნელოვანია.

რა არის გასათვალისწინებელი
“მაგიდაზე უნდა გვქონდეს ორი ფიგურა, რასაკვირველია, ერთი გველის, როგორც მომავალი წლის მთავარი მასპინძელი და სიმბოლოა, მაგრამ 29 იანვრამდე მას თანამასპინძელი ჰყავს და ეს გახლავთ დრაკონი.

ამიტომ, დრაკონი რომ არ გავანაწყენოთ და კუდი არ მოგვიქნიოს, მისი სიმბოლოც უნდა გვქონდეს. 29 იანვრამდე ეს ორი სიმბოლო უნდა გვქონდეს, მერე კი დარჩება მხოლოდ გველის.

ორივე ფიგურას წინ ძღვენი უნდა დავუდოთ, დრაკონს პატარა ნაჭერი ხორცისა, ხოლო გველს ცოტა რაოდენობით რძის ნაწარმი ან რძე, ამით ჩვენ მათ უკვე პატივს მივაგებთ და კეთილგანწყობას დავიმსახურებთ.

გარდა ამისა, რადგან აღვნიშნეთ, რომ ხის სტიქიის წელიწადია, ხეს აძლიერებს და მის ზრდას ხელს უწყობს წყალი, ამიტომ ეს ორი სტიქია, უმთავრესია, რაც გვაძლევს ფერებს.

აქტუალური ფერები
“მთავარი ფერები, ე.ი ხის არის მწვანე და ყველა მისი კომბინაცია, ღიიდან მუქამდე. შემდგომ, ყვითელი, ოქროსფერი, ბეჟი-კრემისფერი ტონები. რასაკვირველია, იქნება წყლის ტონალობა – ლურჯიდან ცისფრამდე, ყველა ფერი. ყველგან და ყველაფერში, ეს ფერები იქნება წინა პლანზე – ტანსაცმლიდან დაწყებული, თუნდაც ნაძვის ხის სათამაშოებით დასრულებული.

ეს უნდა იყოს პრევალირებად ფერები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ფერები მიუღებელია. შავზე და თეთრზე არ ვსაუბრობ, რადგან ეს ფერები არ არის, ტონია და ეს ტონები ნებისმიერ კომბინაციაში მისაღებია, მაგრამ რაც შეეხება ისეთ ფერებს, როგორიცაა: წითელი, ვერცხლისფერი, გნებავთ იისფერი, ეს შეიძლება აქსესუარების სახით, მცირე რაოდენობით და არა ისე, რომ ეს იყოს მთავარი ფერები.

ეს უნდა გავითვალისწინოთ, როგორც ტანსაცმლის კუთხით, ისე მაგიდის ფერების, [სუფრის გაშლის] კუთხითაც.“

რიტუალები
“კარგი იქნება თუ მაგიდის, სუფრის გაშლისას გარკვეულ რიტუალებს დავუთმობთ სათანადო დროს. მაგალითად, რა უნდა გვქონდეს მაგიდაზე ფინანსური რიტუალისთვის:

რადგან წლის ძირითადი რიცხვი არის 9, მაგრამ მისი შემადგენელი არის 3-იანი, ამიტომ, ვისაც რისი საშუალება აქვს – 9 ან 3 ცალი 1 ლარიანი მონეტა მაგიდაზე დადეთ, ერთ გვერდზე დაუდგით ჭიქა წყალი, ხოლო მეორე მხარეს, რაიმე ხის ნაკეთობა, ნებისმიერი ხის ნაკეთობა, თუ გნებავთ ხის კოვზი იყოს.

თუ 9 ცალი მონეტა გექნებათ, ამდენივე სურვილს ჩაუთქვამთ, თუ 3, შესაბამისად 3 სურვილს, რა გინდათ, რომ მომავალ წელს ფინანსური კუთხით მოხდეს. ამ ყველაფერს გვერდით დილამდე დატოვებთ, დილით კი მონეტებს აიღებთ და 15 ივნისამდე ან ყულაბაში ჩადებთ, ან საფულეში. 15 ივნისიდან კი შეგიძლიათ ამოიღოთ და დახარჯოთ.

მეორე რიტუალი არის სანთლებთან დაკავშირებული, აქაც შეგვიძლია ავიღოთ 9 ან 3 სანთელი, თქვენზეა დამოკიდებული რისი საშუალება და სურვილი გაქვთ. რასაკვირველია, ფერები უნდა იყოს ის, რაც უკვე ზემოთ აღინიშნა, გნებავთ ყვითელი, მწვანე ან ლურჯი ფერის.

ახალ წლის დადგომამდე, ნახევარი საათით ადრე, ჯერ ვაცილებთ ძველ წელს, არ აქვს მნიშვნელობა ცუდი წელი იყო თუ კარგი, თუ ცუდი იყო, მან რაღაც ცუდი წაიღო თქვენგან, ე.ი რაღაც კარგი მოდის და ამისთვის მადლობა გადავუხადოთ.

დაიწყო ახალი წელი და ანთებულ სანთლებს, შეგიძლიათ სურვილები ჩაუთქვათ, სანთლების რაოდენობის მიხედვით, თუ რა გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში 2025 წელს მოხდეს – პირადი, ჯანმრთელობისა თუ პროფესიული კუთხით.

სურვილების ჩათქმა ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, აუცილებლად უნდა დავწეროთ, აიღეთ რვეული ან ფურცელი და სურვილები ჩამოწერეთ, 31 დეკემბრიდან 29 იანვრის ჩათვლით, დღეში მინიმუმ 2-ჯერ და მაქსიმუმ 3-ჯერ წაიკითხეთ, ამით თქვენი სურვილების, ენერგიის აკუმულაცია ხდება, რაც შემდგომ რეალიზაციაში გადავა.

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე და გავშალოთ სუფრა
„რაც შეეხება ნაძვის ხეს, სასურველია სამხრეთ-აღმოსავლეთით მხარეს დავდგათ, ოთახის შუა ცენტრშიც მისაღებია. მნიშვნელოვანია გულით და სიყვარულით მოვრთოთ, გვერდით აუცილებლად ჩიჩილაკი დაუდგით, როგორც ხის სტიქიის წარმომადგენელი, რეალურად ჩვენი, ქართული ნაძვის ხეც ეს არის.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ 3 ატრიბუტიც, რომელიც მნიშვნელოვანია, ეს უნდა იყოს: ბროწეულის, მანდარინისა და ლიმონის ხის ტოტები. ხელოვნურიც რომ იყოს, მისაღებია თუ ჩანს ტოტები, ზედ მანდარინები. ეს არის აღმოსავლეთში ხვავის, ბარაქის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის სიმბოლოები, რომელიც გნებავთ ნაძვის ხესთან, გნებავთ მაგიდასთან ახლოს უნდა იყოს, როგორც მნიშვნელოვანი რიტუალური ფაქტორი.

სუფრაზე ყველაფერი შეიძლება, დაწყებული ქართული, მამა-პაპური კერძებით, დასრულებული ეგზოტიკურით. მთავარი არის ის, რომ რადგან ამ პერიოდში ღვიძლის ზონა სუსტდება, გავითვალისწინოთ, რომ არ უნდა იყოს მაგარი სასმელი, როგორიცაა არაყი ან კონიაკი, ღვინო კი ბატონო.

კარგი იქნება სახლში შეხვედრა, ნაკლები ხმაური, დავუშვათ სროლა და ა.შ. რადგან გველს ამის ძალიან ეშინია, ამიტომ ზომიერების ფარგლებს ნუ გავცდებით. მეორე: ოჯახი გველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ძალიან კარგია ჯერ ოჯახში შეხვდეთ და მერე მეგობრებთან, სხვა ადგილებში. მხიარულად, მაგრამ ზედმეტი ხმაურის გარეშე. მომავალი მასპინძლის კეთილგანწყობისთვის ეს რიტუალები ძალიან მნიშვნელოვანია.“

წყარო: fortuna.ge

სრულად წაკითხვა