ხაზარაძეს უთქვამს, რიგი ჟურნალისტები არიან მხარე, რადგან ღიად გამოხატავენ თავიანთ პოზიციასო – მერაბ მეტრეველი

3 days ago 1

წაკითხვა: 127

ხაზარაძეს უთქვამს, რიგი ჟურნალისტები არიან მხარე, რადგან ღიად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, ევროპული ჟურნალისტიკა არის როცა ორივე მხარის არგუმენტებს წარმოაჩენ და არ ამბობ, რომელს უჭერ მხარსო.

ანუ ბატონ ხაზარაძეს რისი თქმა უნდა, “რუსულ კანონთან” დაკავშირებით, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ცალსახა პიზოცია რომ გამოვხატეთ, ეს არაევროპული საქციელი იყო?”- წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში და ეხმიანება მამუკა ხაზარაძის მიერ, 6 სექტემბერს, ტვ პირველის ეთერში გაკეთებულ კომენტარს, სადაც მან თქვა, რომ ჟურნალისტებმა უნდა  შეასრულონ მათი პროფესიული მოვალეობა და არ იქცნენ მხარედ.

ხაზარაძემ ისიც თქვა, რომ ჟურნალისტური სტანდარტი “ასაწევია”.

“ოცნება” რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების და “ქართველობის გადარჩენის” ეგიდით ფაქტობრივად დიქტატურას გვიმყარებს, დასავლეთს გვაპირისპირებს, მარტო გვტოვეებს რუსეთის პირისპირ, ამას საკუთარ სახელს რომ ვარქმევთ, ესეც არაჟურნალისტური საქციელია და უბრალოდ სტერილურად ორივე მხარის არგუმენტები უნდა წარმოგვედგინა?

თუ ბატონ ხაზარაძეს ჰგონია, “ოცნებას” არ აქვს ამ ყველაფრის გასაპრავებლად ე.წ. არგუმენტები? არგუმენტებისთვის ჯიბეში ხელს არ იყოფენ. ანუ ჩვენ ერთ მხარეს “ოცნების” ეს “არგუმენტები” უნდა დაგვედო (მაგალითად “გლობალური ომის პარტიაზე, ომში ჩართვაზე და ა.შ.), მეორე მხარეს დაგვედო საპირისპირო და თავი ისე უნდა მოგვეჩვენებინა, თითქოს ვერაფერს ვხვდებოდით?

ეს იქნებოდა ნამდვილი ჟურნალისიტიკა და სწორი საქციელი?

“ოცნებაც” ზუსტად მაგას გვსაყვედურობს და მაგიტომაც გვეძახის მხარეს ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტს და მედიას, რომ ისე არ მოვიქეცით, როგორც თქვენ გვირჩევთ, ბატონო მამუკა.

სხვას კი არაფერს გვიკიჟინებს “ოცნება!”

და არამარტო გვიკიჟონებს, იმას რისკენაც თქვენ მოგვიწოდებთ, უკვე კანონით გვირეგულირებს და როგორც ვხვდები, ამ კანონს თქვენც სიამოვნებით მოაწერდით ხელს.
და საერთოდ, ვინ გითხრათ, რომ ჟურნალისტიკა მხოლოდ ორი დაპირისპირებული მხარის პოზიციის წარმოჩენაა?”– წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა