"ხალხის თანადგომამ გამაძლებინა" - ია დარახველიძე თავისუფალია

3 days ago 2

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ია დარახველიძე, რამდენიმე წუთის წინ დატოვა რუსთავის ქალთა ციხე უკვე მას შემდეგ, რაც გადაიხადა 10 000-ლარიანი გირაოს თანხა.

„მე გამაძლებინეს ჩემმა მეგობრებმა, გარეთ მყოფი ხალხის თანადგომამ, როცა მესმოდა, რომ ჩემზე ფიქრობდნენ და ღელავდნენ. ზუსტად ვიცი, რომ პოლიტპატიმრებს ეს ამშვიდებთ, რომ ჩვენ მათი გულისთვის გარეთ ვდგავართ, მათთვის ვიბრძვით. ველოდებოდი, რომ დმაპატიმრებდნენ და დიდი ხნით წავიდოდი ციხეში, მაგრამ... ყველას დიდი მადკობა, რომ ეს ყველაფერი ასე დამთავრდა. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - თქვა ია დარახველიძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ.

გირაოს შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 11 ოქტომბერს, მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა და განაჩენიდან მალევე მოქალაქეებმა გირაოს თანხა ერთობლივად შეაგროვეს.

პროკურატურა იას 4 ოტქტომბრის საქმეზე ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

მას მერე, რაც ია დარახველიძის ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ სასამართლოში იას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა, შეცვალა შუამდგომლობა პატიმრობაზე ია დარახველიძესთან დაკავშირებით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვა საპატიმრო გირაო 10 000 ლარი.

ია დარახველიძის გარდა, ამავე საქმეზე დაკავებული 46 დემონსტრანტიდან საპატიმრო გირაოთო გამოუშვეს 72 წლის ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი. დანარჩენი დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.

ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სრულად წაკითხვა