ხარკოვზე ისევ დრონებით შეტევა იყო

1 day ago 6

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე.

ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ხარკოვის კიევის რაიონში ექვსი აფეთქება იყო, რამაც ხანძრები გამოიწვია.

მერის თანახმად, დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო სამოქალაქო საწარმო. დაზიანებულია ახლომდებარე სახლები, საბავშვო ბაღის შენობა და სპორტული კომპლექსი. დაშავდა ორი ადამიანი.

ხარკოვში 31 მარტს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.

რუსეთის ჯარები ხარკოვს თითქმის ყოველდღე უტევენ. 29 მარტს, დრონებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე და 50-ზე მეტი დაშავდა.

სრულად წაკითხვა