WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

24 სექტემბერს რუსეთის ჯარებმა შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის ოლქის ჩუგუევის რაიონზე. არის დიდი მსხვერპლი.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის და პოლიციის ინფორმაციით, დარტყმა იყო სოფელ სტარა ჰნილიცაში მდებარე აგროსაწარმოზე. დაიღუპა 6 და დაშავდა 12 ადამიანი.

განადგურებულია საწარმოს შენობა და ავტოტრანსპორტი.

ადგილობრივი ხელისულების ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქის ამ დასახლებულ პუნქტს დაარტყეს სამი მცირეგაბარიტიანი ფრთოსანი რაკეტით „ბანდეროლი“.

  • 23-დან 24 სექტემბრის ღამით რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით შეუტიეს კიევს და ოდესის ოლქს.
  • ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიევში ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.