ხარკოვსა და სუმიში მსხვერპლია - რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა

3 days ago 8

დღეს, 18 აპრილს დილით რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონს.

წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა 54 ადამიანი. ტერეხოვის ცნობით, დაზიანებულია 20-ზე მეტი მრავალბინიანი და 30-ზე მეტი კერძო სახლი.

ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ქალაქ სუმიში. მერის მოვალეობის შემსრულებლის, არტიომ კობზარის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა სამი დრონით დაარტყეს სამრეწველო ობიექტს. კობზარი კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს.

გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო ქალაქ ნიკოლაევზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა კერძო საწარმოს საწყობებში, სადაც საყოფაცხოვრებო საქონელი ინახებოდა.

სრულად წაკითხვა