ხატია ბუნიათიშვილი: გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! თავისუფალ აზრს ვერ მოკლავთ

15 hours ago 4

ცნობილი ქართველი პიანისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით პროევრულ აქიცებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვს. მათ ის სინდისის პატიმრებად მოიხსენიებს.

„მათი დაკავებით თავისუფალ აზრს, რომელიც ქართველს სისხლში აქვს, ვერ მოკლავთ... თავისუფლების ჩახშობა ჩვენთვის ყოველთვის დროებითი იყო. დღეს „დროებით“ ბევრად უფრო მალეა, ვიდრე ადრე. ასეთი დროა.

გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით - გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! არ მეთაკილება - გთხოვთ, გთხოვთ, - გთხოვთ, დაუბრუნოთ ადამიანებს ის, რაც ეკუთვნით და წაერთვათ. მათი ღიმილის გისოსებს გარეთ დანახვა გვინდა, რომ ჩვენც შევძლოთ გაღიმება, სამშობლოს საზღვრებს შიგნით თუ გარეთ, ისე რომ არ შეგვაშრეს“, - წერს ბუნიათიშვილი.

100 დღეზე მეტია საქართველოში იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. პოლიციამ პირველივე დღეებში დააკავა 50-ზე მეტი აქტივისტი, მათ სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენა ბრალი და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა