ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთი 2025“-ის პრეტენდენტთა TOP-ათეულშია (ვიდეო)

1 day ago 9

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ ბუკმეკერებმა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტების კოეფიციენტები განაახლეს.

ამ დროისთვის დიდი უპირატესობით ლიდერობს „ბარსელონას“ გარემარბი რაფინია. მის მიერ „ოქროს ბურთის“ მოგება ფასდება კოეფიციენტით – 2.20, რაც 45-პროცენტიან ალბათობას შეესაბამება.

ტოპათეულში შევიდა „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ფეხბურთელი მერვე პოზიციაზეა, არადა ერთი თვის წინ ის TOP 20-შიც არ შედიოდა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ „ასტონ ვილასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარის, არგენტინელი ემილიანო მარტინესის კარში შთამბეჭდავი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ოქროს ბურთი 2025, TOP10

  1. რაფინია (ბარსელონა) – 2.20
  2. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 6.00
  3. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 6.00
  4. უსმან დემბელე (პსჟ) – 7.00
  5. კილიან მბაპე (რეალი) – 8.00
  6. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 9.00
  7. პედრი (ბარსელონა) – 15.00
  8. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 21.00
  9. ვინისიუსი (რეალი) – 41.00
  10. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 41.00

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი, მეშვიდე პოზიცია საქართველოს ისტორიაში რამაზ შენგელიამ 1981 წელს დაიკავა,როდესაც თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასის მოგება შეძლო.

დაჯილდოების ცერემონია პარიზში ოქტომბერში გაიმართება – ზუსტი თარიღი ზაფხულში დასახელდება.

ცნობისთვის, ჟურნალი France Football-ი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს „ოქროს ბურთით“, იგივე Ballon d’Or-ით 1956 წლიდან, ყოველწლიურად აჯილდოებს. გამარჯვებულს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ხმის მიცემით ავლენენ. „ოქროს ბურთის“ რეკორდსმენი ლეო მესია – მას ეს პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 7-ჯერ აქვს მოგებული.

ნუცა ყაველაშვილი

ჩემპიონთა ლიგა: PSG-მა „ასტონ ვილა“ დაამარცხა, კვარამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა (ვიდეო)

სრულად წაკითხვა