იტალიის ნაკრების და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო მონტოლივომ Sky Sports-ის ეთერში ნაპოლის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"კვარაცხელიამ პირველივე წელს ყველა გააოცა, რადგან მისი სახელი და გვარი ყველასთვის უცნობი იყო - მეტოქე გუნდები იმხელა ყურადღებას არ აქცევდნენ, როგორც ამას ახლა აკეთებენ.
ვფიქრობ, რომ ის ტოპ ფეხბურთელი არ არის. ხვიჩამ უმაღლესი დონის სეზონი მხოლოდ იტალიაში გადმოსვლიდან პირველ სეზონში შემოგვთავაზა
", - განაცხადა მონტოლივომ.