ხონში, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ადგილზე ემსხვერპლა, მათ შორის, ქუთაისის ტორპედოს აკადემიის 15 წლის ფეხბურთელი, ბექა წვერავა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში “90
წუთი” ავრცელებს:
“ბექაწვერავა | 2010 - ♾️
ხონში, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ადგილზე ემსხვერპლა, მათ შორის, ქუთაისის ტორპედოს აკადემიის 15 წლის ფეხბურთელი, ბექა წვერავა, რომელმაც ბოლო მატჩი 4 დღის წინ ჩაატარა...
ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ და ამ უმძიმეს დროს, ვუსურვებთ გამძლეობას.”- წერს 90 წუთი.