“ჯანმრთელ ბავშვზე მითხრეს, გულის შეტევით გარდაიცვალაო… ახლა იუსტიციაში გავიგე, რომ ეს მშობიარობა არც დაფიქსირებულა” – მასწავლებელი 1993 წელს დაბადებულ შვილს ეძებს

1 week ago 10

ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე 30 წე­ლია, და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს 2021 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. არის რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის და არა­ერ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სას­წავ­ლო-მხი­ა­რუ­ლი რე­სურ­სი­სა და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბის ავ­ტო­რი. ის ცოტა ხნის წინ AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რი იყო. სმე­ნის დარ­ღვე­ვის მქო­ნე, იმპლან­ტი­რე­ბულ შვილ­ზე, ბარ­ბა­რე ნარ­ჩე­მაშ­ვილ­ზე გვე­სა­უ­ბა­რა. ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე 5 შვი­ლის დედა და 4 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბი­აა.

რე­ა­ლუ­რად კი 6 შვი­ლი ჰყავს გა­ჩე­ნი­ლი. ერთი აკ­ლია. აქამ­დე ასე იცო­და, რომ გო­გო­ნა სამ­შო­ბი­ა­რო­ში გარ­და­იც­ვა­ლა… მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ამ შვილს 30 წლის მან­ძილ­ზე, რო­გორც გარ­დაც­ვლილს ისე იხ­სე­ნი­ებ­და, ბოლო ერთი წე­ლია, რაც აზ­რე­ბი სრუ­ლი­ად შე­ეც­ვა­ლა. გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი ფურ­ცლებს სხვაგ­ვა­რად გა­და­ხე­და და შე­ა­ფა­სა, რა­ზეც ახლა ვრცლად ისა­უბ­რებს.

ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე:

– ჩემს თავს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი დატ­რი­ალ­და. 1993 წე­ლის 10 აგ­ვის­ტოს ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კა­ში რი­გით მე­ო­რე შვი­ლი, სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი გო­გო­ნა გა­ვა­ჩი­ნე. 19 წლის ვი­ყა­ვი… ნორ­მა­ლუ­რი ფეხ­მძი­მო­ბა მქონ­და, მშო­ბი­ა­რო­ბაც უპ­რობ­ლე­მო იყო. ექი­მი წი­ნას­წარ აყ­ვა­ნი­ლი არ მყო­ლია. მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე სო­ფელ­ში ვის­ვე­ნებ­დით, სა­დაც უფ­რო­სი შვი­ლი მყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი და სამ­შო­ბი­ა­რო ტკი­ვი­ლი იქ და­მე­წყო. სოფ­ლის ახ­ლო­ბელ­მა ექიმ­მა მი­თხრა, ქა­ლაქ­ში ჩა­ას­წრე­ბო. მარ­თლაც თბი­ლის­ში მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­მო­ვე­დით და „ჩა­ჩა­ვა­ში“ მო­რი­გე ექიმ­თან მოვ­ხვდი. იმ სა­ღა­მოს და­ი­ბა­და ჩემი მე­ო­რე შვი­ლი – 2 კილო და 700 გრა­მი იყო… ახალ­შო­ბი­ლი გულ­ზე და­მაწ­ვი­ნეს, პირ­ვე­ლი 3-5 წუ­თის მან­ძილ­ზე მო­ვას­წა­რი ჩა­ხუ­ტე­ბა, მისი სურ­ნე­ლის გა­ზი­ა­რე­ბა და მო­ფე­რე­ბა. დე­დის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი წუ­თე­ბი რაც არის, ეს გან­ვი­ცა­დე. მერე ბავ­შვი ცალ­კე გა­და­იყ­ვა­ნეს. გა­სინ­ჯვის შემ­დეგ პე­დი­ატრმა თქვა, რომ ჯან­მრთე­ლია და კარ­გად არის.

იმ სა­ღა­მოს, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თულ ოჯახ­ში, გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ჩვენ­თა­ნაც სუფ­რა გა­ი­შა­ლა, ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბით აავ­სეს, და­ლო­ცეს. იმ ღა­მემ ჩემ­თან, სამ­შო­ბი­ა­რო­შიც კარ­გად ჩა­ი­ა­რა, არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მქო­ნია. შემ­დეგ, რო­დე­საც დე­და­ჩემ­მა ბავ­შვის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ტან­საც­მე­ლი, გა­სახ­ვე­ვი მო­ი­ტა­ნა, კლი­ნი­კა­ში რა­ღაც ჩოჩ­ქოლს შე­ეს­წრო. უკი­თხავს, – რა ხდე­ბაო? ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლის გო­გო­ნა (ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი მე­უღ­ლის გვა­რია) გარ­და­იც­ვა­ლაო. თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ, იქ ჩემ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამთ.

– ბავ­შვი თქვენ არ შე­მო­გიყ­ვა­ნეს?

– რო­დე­საც მო­ვი­კი­თხე, უც­ნა­უ­რი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე, ცოტა პა­ტა­რაა, არ და­ვა­ძა­ლოთ ძუ­ძუს წოვა და რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­მო­გიყ­ვან­თო. ამი­ტომ რძეს ვიწ­ვე­ლი­დი და ვაგ­ზავ­ნი­დი. დე­და­ჩემს კი უთხრეს, რომ ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ხა­თუ­ნას არ უთხრათ, და­ბა­ლი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი აქვს, ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვია და მის­თვის ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბაო. მოკ­ლედ, ოჯახ­მა იცო­და და მე – არა, რომ ბავ­შვი აღარ იყო. ჩემს მა­მამ­თილს მო­უ­თხო­ვია, ცხე­და­რი გა­მა­ტა­ნეთ, რომ ახალ­გარ­დაც­ვლი­ლის სხე­უ­ლი ჩემი ოჯა­ხის სა­საფ­ლა­ო­ზე დავ­კრძა­ლოო. ვერ გა­გა­ტანთ, ასეთ დროს სამ­შო­ბი­ა­როს სა­საფ­ლა­ო­ზე ხდე­ბა დაკ­რძალ­ვაო. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, გა­ნიც­დიდ­ნენ, რომ ვერ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. სამ­შო­ბი­ა­რო­ში ვკი­თხუ­ლობ­დი, რა­ტომ არ მოგ­ყავთ ჩემი გო­გო­ნა, მპა­სუ­ხობ­დნენ, რომ ჯერ ად­რეა. ყვე­ლა­ზე ცუდი, რაც იყო მა­ჯე­რებ­დნენ, რომ ცუ­დად ვი­ყა­ვი და სა­წო­ლი­დან არ უნდა ავ­მდგა­რი­ყა­ვი. რამ­დე­ნი სა­წო­ლი­დან ფეხს გად­მოვ­დგამ­დი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, – და­წე­ქი, შენ­თვის წა­მოდ­გო­მა არ შე­იძ­ლე­ბაო.

– მარ­თლა ასე ცუ­დად იყა­ვით?

– წა­მოდ­გო­მი­სას თით­ქოს თავ­ბრუ მეხ­ვე­ო­და, მაგ­რამ ამ გა­და­სა­ხე­დი­დან რა­ღაც ეჭვი მიჩ­ნდე­ბა, რა­ი­მე და­მამ­შვი­დე­ბელს ხომ არ მაძ­ლევ­დნენ, რომ მოვ­დუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი… ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, ბავ­შვი ნა­ნა­ხი და ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი მყავ­და, მერე დედა თა­ვის შვილს 100 ბავ­შვში მა­ინც გა­მო­არ­ჩევს. ჰოდა, ბავ­შვის ჩემ­გან და­მალ­ვას თუ ცდი­ლობ­დნენ, ჩემს სუს­ტად ყოფ­ნას მი­ზე­ზად ამი­ტომ ხომ არ იდებ­დნენ, რომ მის სა­ნა­ხა­ვად არ შევ­სუ­ლი­ყა­ვი და მაბ­რკო­ლებ­დნენ?! ოჯა­ხის წევ­რებს, კი უფრო ად­ვი­ლად აჯე­რებ­დნენ, მაგ­რამ მა­შინ ეს არც კი მი­ფიქ­რია… კლი­ნი­კი­დან გა­წე­რის დღე რომ დად­გა და სახ­ლში წა­საყ­ვა­ნად მო­მა­კი­თხეს (მე­უღ­ლე სა­ერ­თოდ ვერ მო­ვი­და)… კი­ბე­ებ­ზე ჩა­მოს­ვლი­სას სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა მი­თხრა, რომ ბავ­შვს ვერ წა­იყ­ვანთ, იმი­ტომ, რომ თქვე­ნი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მახ­სოვს, უცებ ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ ჩა­მობ­ნელ­და და ჩა­ვი­კე­ცე. ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან შავ ფე­რებ­ში აღ­ვიქ­ვი. ის მა­ინც რომ მცოდ­ნო­და, რომ ცუ­დად იყო, ჩემი მხარ­და­ჭე­რა, ლოც­ვა უნ­დო­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია მა­ნამ­დე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი… სა­ო­ცა­რი შოკი მქონ­და.

– ჩვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი არ იკი­თხეთ?

– მე­ო­რე დღეს გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლაო… თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ, ბავ­შვის ცხე­და­რი არა­ვის გვი­ნა­ხავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტა­რა გოგო ვი­ყა­ვი, ამ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბის გამო ძა­ლი­ან მძი­მე დეპ­რე­სია და­მე­მარ­თა…

– სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა მო­ას­წა­რით?

– კი, მე­დეა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი – მინ­დო­და, დე­დამ­თი­ლის სა­ხე­ლი რქმე­ო­და. მთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა ვი­ცო­დი, რომ მე­დეა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან სქე­სი ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი იყო. როცა ჩა­ვი­ხუ­ტე, მა­ში­ნაც ასე ვუ­თხა­რი – ჩემი მე­დეა… ახ­ლაც ამ ამ­ბის მო­ყო­ლი­სას ტკბი­ლი ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლის…

ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე მე­უღ­ლეს­თან – კა­ხა­ბერ ნარ­ჩე­მაშ­ვილ­თან და შვილ­თან – ბარ­ბა­რე ნარ­ჩე­მაშ­ვილ­თან ერ­თად

 

– და მე­დე­ას შემ­დეგ კი­დევ 4 შვი­ლი გა­ა­ჩი­ნეთ…

– კი, 4 ლა­მა­ზი გო­გო­ნა შევ­მა­ტე ქვე­ყა­ნას… იმ მო­უ­ლოდ­ნელ­მა, გა­ურ­კვე­ველ­მა, თან შემ­ზა­რავ­მა ფაქ­ტმა, ჩემ­ში ბევ­რი სტრე­სუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა შექ­მნა. ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დი დიდ­ხანს გაგ­რძელ­და. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩემი ცხოვ­რე­ბა სულ სხვა კუ­თხით წა­იყ­ვა­ნა…

– რას გუ­ლის­ხმობთ?

– იმ პე­რი­ოდ­ში ფსი­ქო­ლო­გია-სო­ცი­ო­ლო­გი­ა­ზე ვსწავ­ლობ­დი, მე­სა­მე­კურ­სე­ლი ვი­ყა­ვი, მა­ნამ­დე მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე არას­დროს მი­ოც­ნე­ბია. დათ­რგუ­ნულ, შე­ბო­ჭილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მო­ძღვარს რომ გა­ვე­სა­უბ­რე, მი­თხრა, – ახლა ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა გჭირ­დე­ბა და კურ­თხე­ვით ბაღ­ში, ან სკო­ლა­ში წახ­ვა­ლო. მგო­ნია, რომ იმის მერე ჩემი ცხოვ­რე­ბა რე­ა­ლუ­რად შე­მობ­რუნ­და. სო­ცი­ო­ლო­გი­აც და­ვამ­თავ­რე და პა­რა­ლე­ლუ­რად და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლის­თვის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბაც მი­ვი­ღე და უკვე 30 წე­ლია, მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. მთე­ლი ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე ყო­ველ 10 აგ­ვის­ტოს საქ­ველ­მოქ­მე­დო ტრე­ნინგ-მო­დუ­ლებს ვა­კე­თებ­დი, შე­მო­სუ­ლი თან­ხა მას გა­და­ე­ცე­მო­და, ვინც პირ­ვე­ლი (გო­გო­ნა) გაჩ­ნდე­ბო­და და ვი­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. ამას იმ ჩემი გო­გო­ნას მო­სახ­სე­ნებ­ლად, მის სა­ხელ­ზე ვა­კე­თებ­დი.

– რო­გორც მი­თხა­რით, წელს იმ ფაქ­ტის მი­მართ, რომ ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლია, ეჭვი გა­გიჩ­ნდათ. რა­ტომ?

სტატია სრულად: 

The post “ჯანმრთელ ბავშვზე მითხრეს, გულის შეტევით გარდაიცვალაო… ახლა იუსტიციაში გავიგე, რომ ეს მშობიარობა არც დაფიქსირებულა” – მასწავლებელი 1993 წელს დაბადებულ შვილს ეძებს appeared first on TTimes.GE.

სრულად წაკითხვა