„ჯიპიაიმ “ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა – თანამედროვე სივრცე სრული სადაზღვევო მომსახურებისთვის

1 week ago 32

15 ივლისს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა.

დღეიდან, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის #30-ში შესაძლებელი იქნება სრული სადაზღვევო მომსახურების მიღება როგორც საცალო, ისე კორპორაციული მიმართულებით.

კომპანია მომხმარებლებს ჰპირდება, რომ უფრო დიდ და თანამედროვედ აღჭურვილ სივრცეში მეტად ხელმისაწვდომ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. აქ შესაძლებელი იქნება როგორც დაზღვევის შეძენა, ისე მოქმედ პოლისებთან დაკავშირებული ყველა სახის მომსახურების მიღება.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი ფილიალის გახსნის ცერემონია ბათუმში

„21 წლის წინ გავხსენით პირველი ოფისი დასავლეთ საქარველოში, ბათუმში. დღეს ვაფართოვებთ ჩვენს სიმძლავეებს როგროც საცალო, ისე კორპორატიულიუ მიმართულებით. გავხსენით ახალი, უფრო დიდი და თანამედორვე ოფისი. აქ წარმოდნებილები ვიქნებით GPI-ის მთელი ასორტიმენტით და თქვენ იცით, რომ GPI ოპერირებს ყველა მიმართულებით, ყველა ბაზარზე. შეგვიძლია მომხმარებლებს მივაწოდოთ ნეისმიერი მომსახურება – დაწყებულიი სიცოცხლის დაზღვევით, გაგრძელებული ჯანრმთელობის, ქონების, მანქანების დაზღვევით და ა.შ.”, – განაცხადა ახალი ოფისის გახსნაზე GPI-ის გაყიდვების დირექტორმა, გურამ მუხსელიშვილმა.

გურამ მუსხელიშვილი, ჯიპიაის გაყიდვების დირექტორი

ორგანიზაციის დასავლეთ საქართველოს გაყიდვების ხელმძღვანელის, გიორგი ხაჟომიას თქმით, სადაზღვევო სერვისებზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. მისი ინფორმაციით, ბათუმში, როგორც საპორტო ქალაქში, განსაკუთრებით მზარდია მოთხოვნა ტვირთების გადაზიდვის დაზღვევაზე.

„ბოლო წლების განმავლობაში იზრდება ცნობიერება დაზღვევის მიმართულებით და შესაბამისად, მოთხოვნაც.

ამ ეტაპზე, ბათუმში, განსაკუთრებული მოთხოვნა გვაქვს ჯანმრთელობის დაზღვევაზე, როგორც იურიდიული პირებისთვის, ასევე საცალო მომხმარებლებზე გათვლილი. ასევე, ავტომობილების და ტვირთების დაზღვევაზე. ბათუმი არის საპორტო ქალაქი, სადაც ხდება ტვირთების გადაზდვა, შესაბამისად, მოთხოვნა ამ მიმართულებითაც მზარდია ბოლო წლების განმავლობაში.

ბათუმში თანამშრომლების საკმაოდ დიდი რაოდენობით ვართ წარმოდგენილი და ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტ პოტენციურ მომხმარებელს მივაწოდოთ ჩვენი სერვისები.

პირველ სართულზე გვაქვს სერვის-ცენტრი, სადაც ვემსახურებით საცალო მომხმარებლებს, მე-6 სართულზე კი გვაქვს ოფისი, სადაც ჩვენი თანამშრომლების ძირითადი ნაწილი არის განთავსებული და იქაც შეგვიძლია მივაწოდოთ სხვადასხვა ტიპის მომსახურება დაინტერესებულ ადამიანებს”, – ამბობს გიორგი ხაჟომია.

გიორგი ხაჟომია, ჯიპიაის დასავლეთ საქართველოს გაყიდვების ხელმძღვანელი

15 ივლისს, ახალი ფილიალის გახსნისას, „ჯიპიაის“ ახალი ფილიალის გახსნაზე მისულ მომხმარებლებსა და პოტენციურ მომხმარებლებს ავტომობილისა და ქონების დაზღვევის შესაძენად 50 და 100-ლარიან ვაუჩერები გადასცეს.

„ბოლო წლებში გახშირებულმა სტიქიურმა მოვლენებმა და სხვა გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური უსაფრთხოება.

დაზღვევა ადამიანებსა და ბიზნესს ეხმარება, თავიდან აირიდონ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები და კრიზისულ სიტუაციებში სწრაფად აღიდგინონ ყოველდღიური ცხოვრება თუ საქმიანობა”, – აცხადებენ კომპანიაში.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი ბიზნეს-სტრატეგია დასავლეთ საქართველოში გაფართოებასა და ფიზიკური ფილიალების ქსელის განვითარებას ითვალისწინებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია ბათუმში ახალი ფილიალის გახსნა, რომლის მიზანია გაძლიერდეს პირდაპირი კომუნიკაცია რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებთან.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი ფილიალის გახსნის ცერემონია ბათუმში
სრულად წაკითხვა