გუშინ ღამით საფრანგეთის ლიგა 1-ში გამორჩეული შეხვედრა გაიმართა, სადაც პარი სენ-ჟერმენმა მონაკო უხვგოლიან შეხვედრაში 4:2 დაამარცხა.
მიუხედავად გატანილი 6 გოლისა, მთავარი სალაპარაკო თემა ჯიჯო დონარუმას ტრავმა გახლდათ, რომელიც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.
შეხვედრის მე-20 წუთზე მონაკოს მცველმა, ვილფრიდ სინგომ იტალიელ მეკარეს სახეში ქაცვები ჩაარტყა, რამაც დონარუმა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, - იხილეთ ფოტო