ორჯ კლუნი თავის წარმატებას თავის წარმატებას საკუთარ უახლოეს მეგობრებს უმადლის, ამიტომ 2013 წელს გადაწყვიტა, იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გაუკეთეს სამაგიერო გადაეხადა — ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
იმ პერიოდში კლუნის, რომელიც "მუდამ უცოლო" მამაკაცად ითვლებოდა, ახალი გაცნობილი ჰყავდა თავისი მომავალ ცოლი, ამალი, და ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილები. ოჯახზე მაშინ ჯერ არ ფიქრობდა, მაგრამ, როგორც მან ცოტა ხნის წინ ჟურნალ GQ-ს უთხრა, "ჩემი ოჯახი ჩემი მეგობრები არიან, რომლებმაც 35 წლის განმავლობაში უამრავი რამ გააკეთეს ჩემთვის."
"მათ სავარძლებზე მეძინა, როცა ღარიბი ვიყავი. მათ ფული მასესხეს, როცა არ მქონდა. ისინი დამეხმარნენ წლების განმავლობაში, და მეც ვეხმარებოდი მათ," — ამბობს ვარსკვლავი მეგობრებზე საუბრისას.
იმ პერიოდში კლუნის ფილმმა Gravity საოცარი პოპულარობა მოიპოვა, რამაც მსახიობს მოულოდნელი ფინანსური მოგება მოუტანა. "ფილმის გადამღებ კომპანიას ეგონა, რომ პროექტი ჩავარდებოდა, ამიტომ ფულის გადახდის ნაცვლად ფილმის მოგებიდან პროცენტები შემოგვთავაზეს. საბოლოო ჯამში ეს ძალიან კარგი გარიგება აღმოჩნდა," — ამბობს კლუნი.
კლუნიმ გადაწყვიტა, მეგობრებისადმი მადლიერება ასე გამოეხატა: შეიძინა 14 ჩემოდანი და თითოეულში $1 მილიონი ჩადო, შემდეგ კი მეგობრებს სთხოვა, ერთ საღამოს მას სახლში ვახშამზე სწვეოდნენ. როგორც რანდე გერბერმა, კლუნის მრავალწლიანი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იხსენებს, მსახიობმა მეგობრებს ეს ჩემოდნები სწორედ ვახშმის დროს გადასცა.
"უბრალოდ ავიღე რუკა და ვაჩვენე ყველა ის ადგილი, სადაც მათ წყალობით მოვხვდი და ყველაფერი, რაც მათ დახმარებით ვნახე. და ვუთხარი – როგორ უნდა გადაუხადო ხალხს ამისთვის?" – გაიხსენა კლუნიმ GQ-სთან საუბრისას —"შემდეგ ვთქვი: "ერთი მილიონი დოლარი როგორი იქნებოდა?"
გერბერის თქმით, ეს ჟესტი "ზუსტად ასახავს, როგორი ადამიანია ჯორჯი."
"ვიცი, რომ რთული დროები ყველამ გამოვიარეთ, ზოგიერთები დღემდე ამ მდგომარეობაში ხართ," – გაიხსენა გერბერმა კლუნის სიტყვები – "აღარ მოგიწევთ შვილების მომავალზე ნერვიულობა, არც სწავლაზე, არც იპოთეკაზე."
წყარო: primetime.ge