ჰამასმა გავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი ისრაელელი მძევალი ცოცხალია

1 month ago 23

ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) 7 მარტს გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს ისრაელელი მძევალი, რომელიც მიმართავს თავის ოჯახს საკუთარი ვინაობის წარმოდგენის შემდეგ.

ვიდეოში ისმის, რომ ის ისრაელის ხელისუფლებას მიმართავს, განახორციელონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპი. ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი დასრულდა გასულ კვირას, ექვსკვირიანი შედარებითი სიმშვიდის შემდეგ.

ამ ეტაპზე მოხდა ისრაელელი მძევლების გაცვლა ისრაელში მყოფ პალესტინელ პატიმრებზე.

მაშინ, როცა ისრაელი აცხადებს, რომ სურს გააგრძელოს პირველი ეტაპი აპრილის შუა რიცხვებამდე, ჰამასი დაჟინებით მოითხოვს შეთანხმების მეორე ფაზაზე გადასვლას, რასაც უნდა მოჰყვეს ომის საბოლოოდ დასრულება.

AFP-მ ვერ შეძლო ვიდეოს ავთენტურობის დამტკიცება და არ დაასახელა მძევლის ვინაობა მისი ოჯახისგან დასტურის მიღებამდე. იმ 251 მძევლიდან, რომლებიც გაიტაცეს ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის დროს, რასაც ომის დაწყება მოჰყვა, 58 რჩება ღაზაში, მათ შორის 34, ისრაელის სამხედროების თქმით, მკვდარია.

სრულად წაკითხვა