აშშ-ის ჰელსინკის კომისია პროევროპული აქციების მონაწილეთა მხარდამჭერ მორიგ განცხადებას აქვეყნებს.
„ქართველები მონაწილეობენ ეგზისტენციურ ბრძოლაში მათი ქვეყნის დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისთვისა და ევროპული მომავლისთვის. კონგრესის წევრები, ორივე პარტიიდან, მათ გვერდით არიან.
სწორედ ახლაა დრო, რომ აშშ-მა და მსოფლიოს დემოკრატიებმა მოქმედება დაიწყონ და უზრუნველყონ, რომ საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი დარჩება“, — ნათქვამია განცხადებაში.