მაისის ეს კვირა გასული კვირის მშვიდ და ჰარმონიულ პერიოდთან შედარებით, დაძაბული და ორაზროვანი იქნება. ეს არის ძველი ციკლების დასრულებისა და შინაგანი ტრანსფორმაციების გადახედვის პერიოდი.
სავსე მთვარე მორიელში (12 მაისი) ღრმად ემოციურია, გამწმენდი, შინაგან პატიოსნებას და გამბედაობას მოითხოვს. ენერგია იქნება საკმაოდ ძლიერი და ზოდიაქოს ნიშნების თითოეულმა წარმომადგენელმა დიდი პასუხისმგებლობით უნდა დაგეგმოს თავისი საქმეები.
მაისის სავსე მთვარე აღვიძებს ღრმა ემოციებს, საიდუმლოებებსა და პიროვნების ბნელ მხარეებს. შესაძლოა არსებობდეს ძლიერი სურვილი, მოიშორო ყველაფერი, რაც წინსვლას და განვითარებას აღარ ემსახურება. კარგი დროა ემოციური განწმენდისთვის, ტოქსიკური ურთიერთობების დასასრულებლად.
13-17 მაისი (იუპიტერის დაძაბული კონფიგურაცია მთვარის კვანძებთან) ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების გარდამტეხი პერიოდია, ამბიციის, რწმენის, მიზნების გამოცდა და, ასევე, წარსულისგან განთავისუფლება.
მზისა და ურანის შეერთება 17 მაისს მოულოდნელობებსა და ცვლილებებს მოიტანს. ბედისწერის მკვეთრი შემობრუნებები, მოულოდნელი აღმოჩენები და ახალი შესაძლებლობები გელით, განსაკუთრებით კარიერასა და პირად გეგმებში.
მერკურისა და მარსის კვადრატმა 18 მაისს კი შეიძლება სკანდალები, ცხარე კამათები და იმპულსური გადაწყვეტილებები მოიტანოს. მოლაპარაკებების დროს ფრთხილად იყავით და შეეცადეთ, ზედმეტად კატეგორიული არ იყოთ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს კვირა იქნება ძლიერი და დაძაბული, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიური ქმედებებისა და ემოციური სტაბილურობის ბალანსის შენარჩუნება, რათა ენერგიები პოზიტიურად გამოვიყენოთ.
ვერძი
ამ კვირაში თქვენი შინაგანი ძალა გააქტიურებულია, მაგრამ ამასთან ერთად ცხარე დებატების სურვილიც გეუფლებათ. სავსე მთვარე ეხება დაუცველობის, ვალებისა და ინტიმურობის თემას. კი გსურთ სწრაფად იმოქმედოთ, მაგრამ უმჯობესია შეჩერდეთ. მზისა და ურანის შეერთებამ შეიძლება მოულოდნელი ფინანსური შანსი მოგიტანოთ. სამსახურში შეძლებთ დაამტკიცოთ თქვენი სანდოობა და შეუცვლელობა. ნებისმიერი სამუშაო უფრო წარმატებული იქნება, რაც უფრო ნაკლებს ისაუბრებთ მასზე და მეტს გააკეთებთ. დროულად მიღებული ინფორმაცია ორიენტირებაში დაგეხმარებათ. შესაძლებელია, რომ ვინმეს ფასდაუდებელი სამსახური გაუწიოთ.
შაბათ-კვირას კამათისგან თავი შეიკავეთ. ამ პერიოდში წარმოშობილი კონფლიქტები შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.
სასიკეთო დღეები: 16, 18.
არასასიკეთო დღე: 14.
კურო
ამ კვირაში შესაძლოა რამდენიმე სასიამოვნო საქმიანმა წინადადებამ მოგხიბლოთ. შეეცადეთ, არ დაიტვირთოთ, რადგან შედეგად ვერაფერს მიიღებთ და ძალიან დაიღლებით. თქვენი განზრახვები საიდუმლოდ შეინახეთ, ნაკლები ილაპარაკეთ იმაზე, თუ რას აპირებთ. უნდა აკონტროლოთ არა მხოლოდ თქვენი ქმედებები, არამედ თქვენი აზრებიც. ნეგატივი ნამდვილად არ გჭირდებათ. გამოიჩინეთ სათანადო პატივისცემა თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ და ისინი, თავის მხრივ, დაგეხმარებიან ორიგინალური იდეების განხორციელებაში. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ბიზნესპარტნიორებთან წარსული პრობლემების გამეორება, დაშვებული შეცდომებიდან უნდა ისწავლოთ. უპირატესობის გრძნობამ შეიძლება ხელი შეუშალოს შინაარსიან კომუნიკაციას.
შაბათ-კვირას გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაცილებით გაგიადვილდებათ.
სასიკეთო დღეები: 15, 17.
არასასიკეთო დღე: 13.
ტყუპი
სამსახურში დაძაბული პერიოდი ახლოვდება. თუ დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს დაეყრდნოთ. შეეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები და შესაძლებლობები გამოავლინოთ. ახალი საქმიანი კონტაქტები ბრწყინვალე პერსპექტივებს გაგიხსნით. დაიცავით თავი არასაჭირო შეხვედრებისა და ზედმეტი ადამიანებისგან, მათ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ თქვენს კეთილდღეობაზე. კვირის შუა პერიოდი ქვეცნობიერში მკვეთრ შემობრუნებებს მოიტანს: ჩანაფიქრს, იდეებს, ძველი დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებას. პარასკევს მნიშვნელოვანი იქნება მოქმედების გეგმის მკაფიოდ განსაზღვრა და მისი განხორციელების მცდელობა. ოცნებისა და გრანდიოზული გეგმების შედგენის ნუ შეგეშინდებათ.
შაბათ-კვირას მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს.
სასიკეთო დღეები: 13, 18.
არასასიკეთო დღე: 16.
კირჩხიბი
ამ კვირაში შესაძლოა გაგიმართლოთ კარიერულ სფეროში. ნუ დამალავთ თქვენს შესაძლებლობებს, მაქსიმალურად გამოავლინეთ ისინი. არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა და, მით უმეტეს, გადაწყვეტილებების მიღება, რაც არ უნდა ნათელი ჩანდეს თქვენთვის სიტუაცია. მოუსმინეთ თქვენი ინტუიციის ხმას, ის მიგანიშნეთ საუკეთესო გადაწყვეტილებაზე. შეეცადეთ, თავი აარიდოთ კამათს. შედეგი პირდაპირ დამოკიდებული იქნება თქვენს მონდომებაზე. შუა კვირაში შეძლებთ შეცდომების სწრაფად შემჩნევას და გამოსწორებას. უფრთხილდით იმპულსურობას, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ ცვლილებებისა – ამან შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი შემობრუნებები გამოიწვიოს.
შაბათ-კვირა უახლოესი მომავლის კონსტრუქციული დაგეგმვისთვის გამოიყენეთ და თქვენი გეგმები აუცილებლად განხორციელდება.
სასიკეთო დღეები: 12, 16.
არასასიკეთო დღე: 13.
ლომი
ამ კვირაში ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ლოგიკაზე დაყრდნობით, ყურადღებით გააანალიზეთ მიმდინარე მოვლენები. ნუ დაემორჩილებით სხვა ადამიანების ამბიციებს, მაგრამ ეცადეთ, თავი შეიკავოთ კოლეგების ღიად კრიტიკისგან. ზოგიერთ საკითხს რეალისტურად უნდა შეხედოთ და ზოგჯერ მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენთვის მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის. 12 მაისს სავსე მთვარე თქვენს ემოციურ მხარეს გამოავლენს, განსაკუთრებით სიყვარულსა და შემოქმედებით საკითხებში. მზისა და ურანის შეერთებამ კი შეიძლება ცვლილებები მოიტანოს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობაში. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, არასაჭირო დავაში გადაიზრდება. კვირის ბოლოს უმჯობესია თავი შეიკავოთ ფულთან დაკავშირებული დისკუსიებისგან.
შაბათ-კვირას თქვენი გეგმები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი საყვარელი ადამიანების გეგმებისგან და გარკვეული შეუსაბამობებიც სავარაუდოა.
სასიკეთო დღეები: 14, 17.
არასასიკეთო დღე: 15.
ქალწული
ამ კვირაში ინფორმაციის ნაკადი იზრდება. უამრავი სატელეფონო ზარი, გეგმები, შეხვედრები და… და ადვილად იბნევით. მთავარია, ნებისმიერ ფასად არ შეეცადოთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. სავსე მთვარე მორიელში დიალოგებში მეტ ცნობიერებას და საკითხის ღრმა გააზრებას მოითხოვს. იყავით უფრო თამამი კომუნიკაციის დროს, უარი უნდა თქვათ ეჭვებსა და დაუცველობაზე და თამამად იმოქმედოთ მიზნის მისაღწევად. კვირის ბოლოს უმჯობესია, ჩვეული საქმეები გააკეთოთ და ახალი პროექტები არ დაიწყოთ. ფრთხილად იყავით ხელმძღვანელ პირებთან საუბრისას, ნუ აჰყვებით პროვოკაციას.
შაბათ-კვირას სიმშვიდე გჭირდებათ: წვრილმანებზე ნუ იკამათებთ. დროა, პირად სივრცეში და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში ყველაფერი მოწესრიგდეს.
სასიკეთო დღეები: 13, 17.
არასასიკეთო დღე: 12.
სასწორი
ეს არის სოციალურ ცხოვრებაში მოულოდნელი შემობრუნებების, წინადადებების, იდეების დრო. ცვლილებების არ უნდა შეგეშინდეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით თქვენს სიტყვებთან და გადაწყვეტილებებთან. ამ კვირაში, შესაძლოა, კარიერული საკითხი თქვენთვის სასიკეთოდ გადაწყდეს, მაგრამ უმჯობესია, ჯერჯერობით სხვებს თქვენი წარმატებების შესახებ არაფერი უთხრათ. თქვენი პოტენციალი ახლა დიდია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იმპულსურად არ იმოქმედოთ. სამშაბათს, არ უნდა შეხედოთ არსებულ სიტუაციას ძალის პოზიციიდან, დაელოდეთ რამდენიმე დღე და გარემოებები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. ეცადეთ, ამბიციების მძევალი არ გახდეთ – ყველაფრის გაკეთების დრო გექნებათ, თუ ბუნებრივი ტემპით იმოქმედებთ.
შაბათ-კვირას უმჯობესია თავი აარიდოთ ოჯახურ დავებს, რათა არ გამწვავდეს ოჯახური ურთიერთობები.
სასიკეთო დღეები: 13, 18.
არასასიკეთო დღე: 14.
მორიელი
ამ კვირაში თქვენ წინაშე შეიძლება ბრწყინვალე კარიერული პერსპექტივები გაიხსნას, უბრალოდ, ყურადღებით უნდა იყოთ და არ დაიზაროთ. არასასურველია გადაუხვიოთ თქვენ მიერ დასახულ მიზნებს, რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება. ზოგიერთ სიტუაციაში გამოიჩინეთ ტაქტი და მოთმინება – თქვენი კოლეგები და მეგობრები ამას დააფასებენ. თქვენს საქმეებში მოძებნეთ საკუთარი სარგებელი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ პარტნიორების ინტერესების გათვალისწინება. ამ კვირის დევიზია „წინსვლა!“ რაც უფრო მეტ ძალისხმევას დახარჯავთ, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში, მით უკეთესი იქნება შედეგი.
ნუ დაივიწყებთ თქვენს პირად ცხოვრებას. შეეცადეთ, საყვარელ ადამიანებს საკმარისი ყურადღება მიაქციოთ.
სასიკეთო დღეები: 12, 15.
არასასიკეთო დღე: 17.
მშვილდოსანი
ეს კვირა ააქტიურებს სულიერ ძიებებს. სავსე მთვარემ შეიძლება გამოავლინოს თქვენი შინაგანი დაღლილობა და გაამწვავოს ფსიქოლოგიური პრობლემები. მაგრამ სიმართლე სიჩუმეში მოდის. იუპიტერი თქვენი მმართველია და დაძაბულ ვითარებაში მას შეუძლია შეცვალოს თქვენი მიდგომა ფულის ან პროფესიული საქმიანობის მიმართ. პარტნიორებთან კონფლიქტები ვალების ან ვალდებულებების განხილვისას წარმოიშობა. რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მოუსმინოთ სხვების რჩევებს და მეტად ენდოთ საკუთარ ინტუიციას. შესაძლოა, ძველი კავშირები თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. წარსულთან შემთხვევითი შეხვედრები ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით. იყავით მტკიცე თქვენს გეგმებთან დაკავშირებით.
შაბათ-კვირა ოჯახს დაუთმეთ და მეტი დრო შვილებთან ან სხვა უმცროს ნათესავებთან ერთად გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 12, 15.
არასასიკეთო დღე: 14.
თხის რქა
ეს კვირა სავსე იქნება მოულოდნელი, არც თუ ისე სასიამოვნო შეხვედრებით, მაგრამ არ უნდა გამოხატოთ თქვენი გრძნობები. ისწავლეთ თქვენი დროის დაფასება და მისი გამოყენება. ეცადეთ, პარტნიორებისა და კოლეგების ინტერესები არ დაარღვიოთ. ახლა კარგი დროა თქვენი პროფესიონალიზმის გასაუმჯობესებლად. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ფრთხილად, ყურადღებით უნდა იყოთ. ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით, ყურადღება გაამახვილეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევთ წარმატებას. ეცადეთ, მაქსიმალურად აიცილოთ თავიდან კონფლიქტური სიტუაციები.
ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული თქვენს საყვარელ ადამიანებთან, შეეცადეთ, გაუგოთ მათ.
სასიკეთო დღეები: 12, 14.
არასასიკეთო დღე: 17.
მერწყული
ამ კვირაში შეეცადეთ, თქვენი მოვალეობები კეთილსინდისიერად შეასრულოთ. კამათი და ჩხუბი სასურველ შედეგს არ მოიტანს. სავსე მთვარე ააქტიურებს კარიერასა და სტატუსს: შესაძლოა გადამწყვეტი საუბარი, მკვეთრი შემობრუნება პროფესიულ სფეროში. ცვლილებები შესაძლებელია საქმიან სივრცეში, ოჯახში ან რომანტიკულ ურთიერთობებში. კოლეგებთან ურთიერთობაში ღირს გულწრფელობა და თვითკრიტიკა – ეს თქვენს კარიერას წაადგება. ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მეტყველებას: თქვენმა თავშეუკავებულობამ და იმპულსურობამ შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციამდე მიგვიყვანოთ. იყავით უფრო მოკრძალებული, ისწავლეთ მცირედით დაკმაყოფილება. ახლა ახალი პროექტების დაწყების დრო არ არის, ფრთხილად იყავით თაღლითობისა და ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად.
ამ შაბათ-კვირას, როგორც ჩანს, თქვენი საყვარელი ადამიანები მზად იქნებიან, თქვენი კარგი განწყობის გულისთვის რაღაც განსაკუთრებული გააკეთონ.
სასიკეთო დღეები: 13, 16.
არასასიკეთო დღე: 12.
თევზები
სამსახურში სიტუაცია ამ კვირაში ხელსაყრელი იქნება. თითქმის ნებისმიერი დავალების შესრულება შეგიძლიათ. სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე შეეცადეთ, კარგად დაფიქრდეთ მის შედეგებზე. წარმატებული მუშაობისთვის, დაგჭირდებათ მოთმინება და თავშეკავება. გექნებათ შანსი, რომ დაგინახონ და მოგისმინონ. პროფესიული საქმეები მარტივად მოგვარდება და ნებისმიერი პრობლემა უკანა რიგში გადაინაცვლებს. პირად ცხოვრებაში უნდა მოიკრიბოთ ძალები და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალ ბედზე. ახალი ნაცნობობა საშუალებას მოგცემთ, გააფართოოთ თქვენი ჰორიზონტი და ჩვეულ სივრცეს გასცდეთ.
შაბათ-კვირას უმჯობესია კომფორტულ გარემოში დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 12, 17.
არასასიკეთო დღე: 16.
თამთა გურული