მარტის მეორე ნახევარში ვარსკვლავები დინამიკურ და გარდამტეხ პერიოდს გვპირდებიან, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც პროფესიული, ისე პირადი თვალსაზრისით, თუმცა ამ კვირაში მერკური რეტროგრადულია და უახლოეს შვიდ დღეში ყველაფერი ნათელი და პროგნოზირებადი არ იქნება. პლანეტების რეტროგრადული მოძრაობის დროს არ არის რეკომენდებული ახალი მნიშვნელოვანი წამოწყებები, დიდი გარიგებები და გლობალური ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, ქირურგიული ჩარევები გადაუდებელი საჭიროების გარეშე, კონფლიქტებში მონაწილეობა.
კვირის დასაწყისი ისევ თევზების მსუბუქი ტონებით არის შეფერილი, 20 მარტს კი, მზის აქტიურ და გაბედულ ვერძში გადასვლასთან ერთად, გაზაფხულის ბუნიობის დღე დგება. ასტრონომიული გაზაფხულის დასაწყისი და ცეცხლის ელემენტი აძლიერებს ვნებს, ლიდერობის თვისებებსა და თავდაჯერებულობას. ფიზიკური და გონებრივი ძალების მობილიზება კი ხელს უწყობს სასურველი შედეგის მიღწევას.
ეს კვირა ხელშესახებ პროფესიულ შედეგებს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე ადამიანებს მოუტანს. ბევრს პირადი პრობლემების გადაჭრაზე მოუწევს ფოკუსირება. იყავით რეალისტები და ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები. ასტროლოგების რჩევები კი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს ამ შვიდი დღის განმავლობაში ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაეხმარება.
კვირის დასაწყისში შესაძლებელია სამსახურებრივ ან შემოქმედებით პროექტებთან დაკავშირებული მოულოდნელი შემოთავაზებები. შეეცადეთ, იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. სამშაბათს მოგზაურობები და მივლინებები წარმატებული იქნება, შესაძლოა ხანგრძლივი მოგზაურობაც, რომელიც საშუალებას მოგცემთ წარმატებას მიაღწიოთ ბიზნესში და ხელს შეუწყობს თქვენი ფინანსური მდგომარეობის განმტკიცებას. ემოციურად ეს პერიოდი ხელსაყრელია საკუთარი თავის შეცნობისთვის, მაგრამ მოერიდეთ კონფლიქტებს წვრილმანებზე.
შაბათ-კვირის მოახლოებასთან ერთად კონცენტრირდით პირად მიზნებზე და უარი თქვით შეთქმულებაში მონაწილეობაზე: ამ უარის სარგებელს მოგვიანებით დააფასებთ.
სასიკეთო დღეები: 17, 20.
არასასიკეთო დღე: 22.
წინ გაქვთ კვირა, სადაც მთავარი იქნება ბალანსი სტაბილურობასა და ახალ შესაძლებლობებს შორის. კვირის პირველ ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ სფეროს: შესაძლოა წარმოიშვას დაუგეგმავი ხარჯები ან პირიქით, შემოსავლის გაზრდის შანსი გქონდეთ. ფრთხილად იყავით საქმიანი შეთანხმებისას. შუა კვირაში კრეატიული იდეები გააქტიურდება -გამოიყენეთ ისინი თქვენი ჰობისთვის ან არაფორმალური პროექტებისთვის. ცხოვრებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური ხედვა საშუალებას მოგცემთ, მარტივად გაუმკლავდეთ არა მხოლოდ წარმოშობილ სირთულეებს, არამედ საყვარელი ადამიანების პრობლემებსაც. დიდი ალბათობით, საკუთარი თავით იამაყებთ.
შაბათ-კვირას შეეცადეთ ოჯახთან ერთად დასვენებას, მაგრამ მოერიდეთ საყვარელი ადამიანების გადაჭარბებულ კრიტიკას.
სასიკეთო დღეები: 21, 23.
არასასიკეთო დღე: 18.
ეს კვირა სავსე იქნება კომუნიკაციებითა და ახალი კავშირებით. ორშაბათს და სამშაბათს შესაძლებელია მნიშვნელოვანი საუბრები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს პროფესიულ პერსპექტივაზე. კვირის შუა დღეებში დეტალებზე კონცენტრაცია დაგჭირდებათ: დოკუმენტებსა თუ კონტრაქტებში შეცდომებმა შეიძლება სირთულეები შექმნას. მოერიდეთ გადატვირთვას: თანაბრად გაანაწილეთ საქმეები, რათა ყველაფერს ნათელი გონებით შეხედოთ. კარგი ამბები ოპტიმიზმსა და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. შესაძლოა ახალი შემოქმედებითი იდეა გაგიჩნდეთ, მაგრამ ამას სიმშვიდე და კომფორტული გარემო სჭირდება.
შაბათ-კვირას რომანტიკული სფერო წინა რიგში დადგება – ინიციატივის გამოჩენის ნუ შეგეშინდებათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს, მათ ახლა სჭირდებათ თქვენი ბრძნული რჩევა.
სასიკეთო დღეები: 19, 20.
არასასიკეთო დღე: 17.
ამ კვირაში ვარსკვლავები უტყუარი ინტუიციით გაჯილდოებენ. კვირის დასაწყისში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სახლთან ან ოჯახთან იქნება დაკავშირებული – ენდეთ თქვენს შინაგან ხმას! ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შესაძლებელია მოულოდნელი მოგზაურობები ან შეხვედრები, რომლებიც თქვენს ჰორიზონტს გააფართოებს. სამსახურში ფრთხილად იყავით ახალი პროექტების განხილვისას: ყველა წინადადება არ იქნება რეალისტური. მთელი კვირის განმავლობაში შეეცადეთ, იყოთ უფრო ყურადღებიანი და კორექტული მეგობრების, პარტნიორებისა და კოლეგების მიმართ.
შაბათ-კვირას პირად ცხოვრებაზე იზრუნეთ. ეს პერიოდი ემოციურად სტაბილურია, მაგრამ წარსულის გახსენებას მოერიდეთ.
სასიკეთო დღეები: 19, 21.
არასასიკეთო დღე: 20.
ეს კვირა შემოქმედებითი გამოხატვის დროა. პერიოდის დასაწყისში შესაძლებელია წარმატება კოლექტიურ პროექტებში ან საჯარო გამოსვლებში. ოთხშაბათს და ხუთშაბათს ყურადღებას მოითხოვს ფინანსური სფერო: მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს. იფიქრეთ მომავალზე. მოუსმინეთ მეგობრებისა და კოლეგების რჩევებს, რომლებსაც ენდობით. თქვენი სამუშაო გრაფიკი შესაძლოა უფრო ინტენსიური გახდეს, ეცადეთ ძალიან არ დაიღალოთ. ისეთი თვისებების გამოყენებით, როგორიცაა ტაქტი და საღი აზრი, შეგიძლიათ ბრწყინვალე შედეგებს მიაღწიოთ.
შაბათ-კვირას სოციალური ცხოვრება გააქტიურდება – ახალი ნაცნობობა შეიძლება ძლიერ კავშირებად გადაიქცეს. ემოციურად დაიმუხტებით ოპტიმიზმით, მაგრამ არ დაუშვათ, რომ წვრილმანმა იმედგაცრუებამ თქვენს განწყობაზე იმოქმედოს.
სასიკეთო დღეები: 17, 20.
არასასიკეთო დღე: 21
ამ კვირაში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება გჭირდებათ, ასევე საჭიროა შინაგანი სიმშვიდე და გამძლეობა. ღირს ფოკუსირება პრაქტიკულ ამოცანებზე. კვირის დასაწყისში შესაძლებელია კარიერაში წარმატება, განსაკუთრებით ანალიზისა თუ დაგეგმვის სფეროში. რაც უფრო მეტს იმუშავებთ ოთხშაბათს, მით მეტ მოგებას მიიღებთ. კვირის შუა პერიოდში მოქნილობა დაგჭირდებათ: დაუგეგმავმა ცვლილებებმა განრიგში შეიძლება რიტმი დაარღვიოს. ემოციურად სტაბილური პერიოდია, მაგრამ ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვს საკუთარი თავის მიმართ. რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, მით უფრო ადვილი იქნება თქვენი პრობლემების კონსტრუქციულად მოგვარება.
შაბათ-კვირას მეტი დრო უნდა დაუთმოთ შვილებს, ან მშვიდ გარემოში დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 19, 22.
არასასიკეთო დღე: 21.
ეს კვირა ნათელ ემოციებს და ახალ შთაბეჭდილებებს მოიტანს. ორშაბათს და სამშაბათს შესაძლებელია მოულოდნელი მოგზაურობები ან ტრენინგი, რომელიც თქვენს თვალსაწიერს გააფართოებს. ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ფინანსური სფერო მოითხოვს ყურადღებას: მოერიდეთ სპონტანურ შესყიდვებს. სამშაბათს შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა სახის ბიუროკრატიული პრობლემები, ნუ ჩათვლით ამას დამარცხებად. გამოიყენეთ დიპლომატია კამათის დროს. ხუთშაბათს მუშაობისას მხედველობიდან არ დაკარგოთ ყველაზე უმნიშვნელო დეტალებიც კი. სამუშაოს რუტინული ნაწილიც კი სიამოვნებას მოგიტანთ.
შაბათს დაისვენეთ, გაერთეთ და იზრუნეთ პირად ცხოვრებაზე. კვირა შესანიშნავია შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის ან რომანტიკული პაემნებისთვის.
სასიკეთო დღეები: 18, 22.
არასასიკეთო დღე: 20.
ეს კვირა შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდია. კვირის დასაწყისში შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ერთობლივ პროექტებთან ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გააქტიურდება თქვენი ინტუიცია – ენდეთ მას ყოველდღიური საქმეების კეთებისას. ახლოვდება თქვენი მსოფლმხედველობის ცვლილებების პერიოდი; შესაძლოა გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა პირად ცხოვრებაში. პერიოდი ემოციურად ინტენსიურია, მაგრამ გრძნობების გამოხატვისას სიფრთხილე გჭირდებათ: ყველა სიტყვა ხმამაღლა არ უნდა ითქვას.
შაბათ-კვირა კარგი დროა წარსულის გამოცდილებაზე დასაფიქრებლად, მაგრამ მოერიდეთ თვითკრიტიკას. ასევე კარგი იქნება, თუ ბუნებაში გახვალთ საყვარელ ადამიანებთან ერთად და დაისვენებთ.
სასიკეთო დღეები: 18, 20.
არასასიკეთო დღე: 22.
ამ კვირაში ვარსკვლავები დიდი ენერგიითა და აქტიურობით გაჯილდოებენ ახალი მიღწევებისთვის. პერიოდის დასაწყისში შესაძლებელია კარიერაში წარმატება, განსაკუთრებით მაშინ, თუ გრძელვადიან პერსპექტივაზეა საუბარი. კვირის შუა დღეებში სიფრთხილე გამოიჩინეთ კოლეგებთან ურთიერთობისას: მოერიდეთ მათთან კონფლიქტს. ემოციურად მიდრეკილი იქნებით თავგადასავლებისკენ, მაგრამ ნუ მისცემთ თავს უფლებას, რომ ამის გამო ოჯახში წონასწორობა დაირღვეს. თქვენი ურყევი ოპტიმიზმი თქვენი ოჯახის სიმშვიდის გასაღები იქნება.
შაბათ-კვირას ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია – დრო დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას. ასევე, შეეცადეთ მეტი ყურადღება დაუთმოთ ინდივიდუალურ შემოქმედებას.
სასიკეთო დღეები: 21, 22.
არასასიკეთო დღე: 19.
ეს კვირა სტრატეგიული დაგეგმვის დროა. თქვენი ენერგია პროფესიული სტატუსის გაუმჯობესებისკენ მიმართეთ. კვირის დასაწყისში შესაძლებელია წარმატება შემოქმედებით პროექტებში ან ბავშვებთან მუშაობისას. მომავალი საქმიანი შეხვედრები თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება. ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ფინანსური სფერო ყურადღებას მოითხოვს: მოულოდნელმა ხარჯებმა შესაძლოა თქვენი ბიუჯეტი დააზარალოს. ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ, გაუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას. სამსახურში ბევრი საქმის მიუხედავად მაინც წარმატებით შეძლებთ თქვენი მრავალფეროვანი ნიჭის გამოვლენას ცხოვრების სხვა სფეროებში.
შაბათ-კვირას შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან.
სასიკეთო დღეები: 18, 21.
არასასიკეთო დღე: 19.
ამ კვირაში მოსალოდნელია ჯგუფურ პროექტებთან დაკავშირებული მოულოდნელი წინადადებები. ხელსაყრელი დრო დგება დიდი პროექტებისთვის. თუ დახმარება გჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ, რომ სთხოვოთ ვინმეს გააკეთოს რამე თქვენთვის. კვირის შუა დღეებში ყოველდღიურ საკითხებში სიფრთხილე გჭირდებათ. პარასკევი კვირის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი დღე იქნება – მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, სანუკვარი სურვილების ასრულება და ბავშვებისთვის სიხარულის მინიჭება, მაგრამ ამისათვის მოგიწევთ, წინასწარ განსაზღვროთ, რა სურთ თქვენს საყვარელ ადამიანებს და, თუ ეს შესაძლებელია, აუსრულოთ მათ ეს სურვილები.
შაბათ-კვირას ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, შეინარჩუნეთ ბალანსი თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის.
სასიკეთო დღეები: 19, 21,
არასასიკეთო დღე: 17.
ეს კვირა სულიერი ზრდის პერიოდია. შესაძლებელია წარმატება სწავლაში ან მოგზაურობაში, რაც თვალსაწიერს გაგიფართოებთ. ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კარიერული სფერო კონცენტრაციას მოითხოვს: მოერიდეთ ყურადღების გაფანტვას. სასურველია იყოთ რაც შეიძლება შეუმჩნეველი და მოკრძალებული ხელმძღვანელების თვალში. არ არის საჭირო აჩქარება, უმჯობესია ყველაფერი დათქმულ დროში მოასწროთ, მაინც არავინ დაგიფასებთ დროზე ადრე საქმის დამთავრებას და აჩქარებას კი შეიძლება ხარვეზები მოჰყვეს. შეეცადეთ, არ გარისკოთ, მაშინაც კი, თუ აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ გამარჯვებაში. იმედგაცრუებამ შეიძლება დიდი ხნით გაგიფუჭოთ განწყობა და შესაძლოა ფინანსურადაც ძვირი დაგიჯდეთ. არ არის გამორიცხული, შეიქმნას სიტუაცია, როდესაც თვითკონტროლი უმაღლეს ღირებულებას შეიძენს.
შაბათ-კვირა ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის ან საყვარელი ადამიანების დასახმარებლად. არ გაწყვიტოთ კავშირი თქვენს შინაგან ხმასთან – ის გაჩვენებთ სწორ გზას.
სასიკეთო დღეები: 19, 22.
არასასიკეთო დღე: 21.
თამთა გურული