ამ კვირაში ცაზე ხუთი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. პირველი მზისა და ურანის სექსტილია (23 ივლისი) – ასპექტი, რომელიც შემოქმედებითობასა და პირად თავისუფლებასთან ასოცირდება. ეს ასპექტი საშუალებას გაძლევთ გამოავლინოთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი და გამოხატოთ ის ხელოვნებაში, სპორტსა და გამოგონებებში. თავისუფლებისკენ სწრაფვამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ვალდებულების უარყოფა.
მეორე ასპექტი (23 ივლისი, ვენერა-მარსის კვადრატი) სასიყვარულო ვნებებისა და ინსტინქტური მოთხოვნილებების ინტენსივობის ზრდასთან ასოცირდება. პერსონალური ურთიერთობებისთვის, ასპექტი შეიძლება გამოვლინდეს როგორც ეჭვიანობის მესაკუთრული დამოკიდებულება. იგივე ინსტინქტი შეიძლება გამოვლინდეს ქონებრივ და ფინანსურ საკითხებში, როგორც მატერიალური ფასეულობების ფლობის სურვილი.
24 ივლისი, მზისა და სატურნის ტრინი – ეს ასპექტი ხელს უწყობს წესრიგსა და დისციპლინას. მზისა და ნეპტუნის ტრინს (ასევე, 24 ივლისი) კი შეუძლია გააძლიეროს უანგარო განზრახვები. შეიძლება გამოვლინდეს გაჭირვებულთა, ღარიბი და სუსტი ადამიანების, ასევე, ცხოველების დახმარების სურვილი. ამ ასპექტის გავლენით შესაძლოა გაჩნდეს ინტერესი ხელოვნების, მუსიკის/სიმღერის, მხატვრობის მიმართ.
25 ივლისი, ოპოზიცია მზე-პლუტონი – ამ ასპექტმა გარკვეულწილად შეიძლება გააძლიეროს დაპირისპირება ინდივიდსა და საზოგადოებას შორის. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ხელი შეუწყოს ადამიანის იზოლაციას სამუშაო ჯგუფისგან. ადამიანმა შეიძლება იგრძნოს ზეწოლა საზოგადოების მხრიდან. ამ ასპექტთან დაკავშირებით არ არის რეკომენდებული ხალხმრავლობაში, მიტინგებსა და დემონსტრაციებზე ყოფნა – აუცილებელია ხალხმრავლობისთვის თავის არიდება.
ვერძი
ამ კვირაში თქვენი სიმტკიცე და მონდომება დაგეხმარებათ გეგმების განხორციელებაში. შეგიძლიათ მარტივად მოაგვაროთ თითქმის ნებისმიერი რთული სიტუაცია სამსახურში, თუმცა გახსოვდეთ, რომ მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ეცადეთ, თავი აარიდოთ ჭორებს და, საერთოდ, ყველაფერს, რაც საიდუმლოს უკავშირდება; ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, ჩაერთოთ რაიმე ინტრიგასა და შეთქმულებაში. უმჯობესია, საკუთარი გამოცდილება მხოლოდ უახლოეს ადამიანებსა და დიდი ხნის მეგობრებს გაუზიაროთ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია დიდი ხნის ნაცნობ ადამიანთან.
შაბათ-კვირას შეიძლება ახალი ღირებული იდეები დაგებადოთ – შეეცადეთ, რომ განახორციელოთ.
სასიკეთო დღეები: 24, 25.
არასასიკეთო დღე: 21.
კურო
ამ კვირაში მუდმივი სტრესის პერიოდი დასრულდება, დასვენებისა და მოდუნების დროა. ნათესავებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, განსაკუთრებით, შვებულებას თუ ოჯახთან ერთად დაიწყებთ. სასიამოვნო სიურპრიზები და ნათელი შთაბეჭდილებები გელოდებათ. იყავით ყურადღებიანი და გულისხმიერი გარშემო მყოფების მიმართ. გააძლიერეთ პირადი ურთიერთობები. ნუ უგულებელყოფთ საყვარელი ადამიანების რჩევებს. ფინანსურ სფეროს რაც შეეხება, შეიძლება შეიტყოთ ინვესტიციებთან ან ძველ ვალებთან დაკავშირებული სიახლეები.
შაბათ-კვირას დროებით განმარტოება გელოდებათ, მაგრამ ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობასა და მდგომარეობაზე.
სასიკეთო დღეები: 22, 27.
არასასიკეთო დღე: 25.
ტყუპი
ამ კვირის დასაწყისში წარმატებას უნდა ელოდოთ, მომგებიან შეთავაზებას მიიღებთ. თქვენ გარშემო ხელსაყრელი და ჰარმონიული ატმოსფერო ჩამოყალიბდება. საქმიანი შეხვედრები გავლენიან ნაცნობობას მოგიტანთ. დიდი შანსია, კარიერული ტალღის მწვერვალზე ახვიდეთ. ოთხშაბათი შესანიშნავი დღეა ახალი საქმეების, პროექტებისა და ურთიერთობების დასაწყებად. კარგად დაფიქრდით და გონივრულად იმოქმედეთ. თქვენი ენერგია შემოქმედებითობისა და პირადი ურთიერთობების სფეროსკენ მიმართეთ. ვნებიანი რომანის ან მოულოდნელი შეხვედრის შანსია, განსაკუთრებით მოგზაირობისას.
შაბათ-კვირას სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 26.
კირჩხიბი
ეს კვირა შეიძლება გაურკვევლობითა და პრობლემებით იყოს სავსე, მაგრამ შეძლებთ მათ თავიდან აცილებას. მოგიწევთ ჭკვიანურად იმოქმედოთ, როგორც სტრატეგმა, რათა ყველაფერი გაარკვიოთ და თავის ადგილზე დააყენოთ. არ არის აუცილებელი ყველა პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა – ზოგიერთ სიტუაციაში მეგობრების დახმარება ან რჩევა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გადატვირთვა და დაღლილობა. კარგი პერიოდია სწავლისთვის, კარიერული ზრდისა და ნაცნობების წრის გაფართოებისთვის.
შაბათ-კვირას ეცადეთ, ისე გაანაწილოთ თქვენი ენერგია მთელი დღის განმავლობაში, რომ დასვენებაც შეძლოთ.
სასიკეთო დღეები: 22, 26.
არასასიკეთო დღე: 25.
ლომი
ამ კვირაში არ უნდა გადააჭარბოთ თქვენს შესაძლებლობებს და არ უნდა დაეყრდნოთ გარედან სერიოზულ დახმარებას. კიდევ უფრო უკეთესია, ოდნავ შეამციროთ საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნები, ამ შემთხვევაში შეძლებთ თავიდან აიცილოთ იმედგაცრუებები და კონფლიქტები. დაძაბულობის გრძნობა თანდათან გაქრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოდუნდეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დატოვოთ. შესანიშნავი დროა პიროვნული თვისებების გასაუმჯობესებლად და თვითგანვითარებისთვის.
შაბათ-კვირას არ არის რეკომენდებული ზედმეტად გულახდილობა, მათ შორის, ნათესავებთან.
სასიკეთო დღეები: 24, 26.
არასასიკეთო დღე: 27
ქალწული
ამ კვირაში შეიძლება გადაუდებელი საქმეების წინაშე აღმოჩნდეთ. მოგიწევთ გეგმების შეცვლა, მოსალოდნელია დამატებითი დატვირთვა და კონცენტრირება უფრო რთული იქნება. ნუ მოგერიდებათ კოლეგებისთვის დახმარების თხოვნა. საუკეთესო გამოსავალი იქნება მთელი პასუხისმგებლობის დელეგირება აქტიურ ადამიანზე, თუ ეს შესაძლებელია. უბრალოდ, ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, ამან შეიძლება თქვენსა და ირგვლივ მყოფებს შორის კამათი გამოიწვიოს. სრულფასოვნად გამოიძინეთ – ეს ძალას მოგცემთ.
ნუ მიიღებთ დიდ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შაბათ-კვირას, თუ შესაძლებელია, ეს დღეები მშვიდად გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 24, 25.
არასასიკეთო დღე: 22.
სასწორი
ეს კვირა ის პერიოდია, როდესაც უნდა ენდოთ პირველ შთაბეჭდილებას ადამიანებზე. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. დიდი ალბათობით, შესაფერის დროს შესაფერის ადგილას აღმოჩნდებით. ხუთშაბათს გექნებათ შესაძლებლობა სწრაფად შეამჩნიოთ და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. პარასკევს არ უნდა მიიღოთ რაიმე კარდინალური გადაწყვეტილება. დააკვირდით თქვენს გარემოცვას, რადგან დიდია მოვალეობებისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების ალბათობა. ფინანსებში შესაძლებელია თანხების მოულოდნელი შემოდინება, მაგრამ ნუ იჩქარებთ დახარჯვას.
შაბათ-კვირას შეეცადეთ, კარგად დაისვენოთ თქვენთვის სასიამოვნო გარემოში.
სასიკეთო დღეები: 21, 24.
არასასიკეთო დღე: 23.
მორიელი
ამ კვირაში შეიძლება შეიქმნას ხელსაყრელი პირობები თქვენი საუკეთესო თვისებების, ნიჭისა და ხასიათის გამოვლენისთვის. იგრძნობთ ძალის მოზღვავებას, იქნებით აქტიური, ენერგიული და ადვილად მიაღწევთ სასურველ შედეგებს. ხელსაყრელი დრო დგება შედეგების შესაჯამებლად. ელოდეთ კარგ ამბებს, მიიღებთ ხელფასს ან შესაძლოა შემოგთავაზონ ხელმძღვანელი თანამდებობა – ბედი ახლა აშკარად გიღიმით.
შაბათ-კვირა თქვენი სახლის მოწესრიგებას დაუთმეთ, მაგრამ დრო დასვენებისთვისაც გამონახეთ.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 26.
მშვილდოსანი
ამ კვირაში შეეცადეთ, სწორად აღიქვათ მიმდინარე ცვლილებები, შეიძლება დაგჭირდეთ სწრაფი რეაგირება მოვლენებზე, ახალი ტაქტიკის შემუშავება. მოვლენებმა და ადამიანებმა შეიძლება გაგაოცოთ. უნდა გადაწყვიტოთ, როდის უნდა გამოიჩინოთ ინიციატივა და აიღოთ პასუხისმგებლობა და როდის არის უკეთესი დალოდება. ნუ მისცემთ ირგვლივ მყოფებს ჭორაობის საბაბს. გულწრფელობა თქვენი მთავარი იარაღია.
შაბათ-კვირას თქვენს განწყობას ახლო მეგობრებთან ერთად დასვენება გააუმჯობესებს.
სასიკეთო დღეები: 22, 27.
არასასიკეთო დღე: 24
თხის რქა
თქვენ წინაშე გახსნილი შესაძლებლობები სასიამოვნოა, მაგრამ არ უნდა გამოავლინოთ სხვებზე უპირატესობა. კვირის დასაწყისში საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება. მხოლოდ ის საქმეები უნდა გააკეთოთ, რომლებიც უკვე დიდი ხანია დაწყებული გაქვთ და გაგრძელებას მოითხოვს. პასიურობა არასასურველია, მაგრამ, ამავდროულად, არც სიჩქარეა რეკომენდებული – ნებისმიერ საქმიანობაში ფრთხილად და ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ. თქვენი პირადი ცხოვრება სტაბილურია, თუ თავად არ შეეცდებით პარტნიორის შეცვლას. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც შეცვლის თქვენს შეხედულებას მომავლის შესახებ.
შაბათ-კვირა ხელსაყრელია საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად. შაბათი სასიამოვნო ამბებით გაგახალისებთ.
სასიკეთო დღეები: 25, 26.
არასასიკეთო დღე: 23.
მერწყული
ამ კვირაში სამსახურში ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებების მიმართაც კი უკიდურესად ყურადღებიანი უნდა იყოთ. არაფერში გადააჭარბოთ, რათა არ დაარღვიოთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის რეალური ბალანსი. თუ მოგზაურობის შესაძლებლობა გაქვთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. მეტი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანების მიმართ. ერთად შეადგინეთ მოგზაურობის მარშრუტი. მარტოხელა მერწყული ყურადღებით უნდა იყოს: საინტერესო ნაცნობობა შეიძლება ოჯახის შექმნით დასრულდეს.
შაბათ-კვირას ეცადეთ, ისე დაისვენოთ, როგორც გსურთ, არავის მოუსმინოთ.
სასიკეთო დღეები: 21, 25.
არასასიკეთო დღე: 23.
თევზები
ამ კვირაში მიდრეკილი იქნებით, ყველაფერი გააკეთოთ, რათა ახლობლებს და გარშემო მყოფებს ასიამოვნოთ, მაგრამ ეს მათ ხელს არ შეუშლის თქვენ მიმართ პრეტენზიების წამოყენებაში. თქვენი იღბალი და ხიბლი საშუალებას მოგცემთ, სხვადასხვა სიტუაციაში დაძაბულობები განმუხტოთ. ნუ ეცდებით იმაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ იტვირთოთ თქვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით. სამსახურის საქმეებში ჩაფლობა კომფორტული უნდა იყოს, მაგრამ მთელ ენერგიას ნუ დახარჯავთ. პარასკევისთვის სირთულეების პერიოდი დასრულდება და საკუთარ თავზე ზრუნვასაც შეძლებთ.
შაბათ-კვირას ვიღაცას შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს – უარს ნუ ეტყვით, თუ შეგიძლიათ.
სასიკეთო დღეები: 25, 27.
არასასიკეთო დღე: 23.
თამთა გურული