მაისის ბოლო კვირა კომუნიკაციით მდიდარი იქნება, რაც შეიძლება როგორც სასარგებლო, ისე გარკვეულწილად საფრთხის შემცველიც აღმოჩნდეს. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანია, არ აჰყვეთ ზედაპირულ ემოციებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სიფრთხილით მიიღოთ. ინტუიციაზე დაყრდნობა და სიტუაციების ღრმად გააზრება დაგეხმარებათ, გაზაფხული პოზიტიურ ნოტაზე დაასრულოთ.
ამ კვირაში ცაზე ოთხი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ჩამოყალიბდება:
25 მაისი – მზე-ნეპტუნის სექსტილი
ჰარმონიული ასპექტი, რომელიც იდეალებისა და შთაგონებისკენ სწრაფვას აძლიერებს. იზრდება თანაგრძნობა, შემოქმედებითი ენერგია და სურვილი, სხვებისთვის სასარგებლო საქმე აკეთოთ. ასევე ძლიერდება მორალური და ეთიკური ღირებულებების გავლენა.
26 მაისი – მარსი-პლუტონის კვადრატი
ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ასპექტი, რომელიც ძლიერ ენერგეტიკულ მუხტთან ასოცირდება. იზრდება აგრესიის, დაპირისპირებისა და ემოციური აფეთქებების რისკი. რეკომენდებულია კონფლიქტური სიტუაციებისა და ხალხმრავლობის თავიდან არიდება.
26-27 მაისი – მზე-პლუტონის ტრინი
პროდუქტიულობის, გამძლეობისა და შინაგანი ძალის პერიოდი. ეს დღეები განსაკუთრებით ხელსაყრელია მიზნების რეალიზებისა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად.
29 მაისი – ვენერა-სატურნის კვადრატი
ურთიერთობებისთვის შედარებით რთული ასპექტი. შესაძლოა, გაიზარდოს ემოციური დისტანცია, სიცივე და მარტოობის განცდა. ფინანსურ სფეროშიც საჭიროა მეტი სიფრთხილე და ხარჯების კონტროლი.
♈ ვერძი
ამ კვირაში ენერგიით სავსე იქნებით და დროა, თქვენი გეგმები რეალობად აქციოთ. საინტერესო იდეები უამრავი გაქვთ, თუმცა ყველაფრის მარტო გაკეთება გაგიჭირდებათ, ამიტომ ახლობლებისა და მეგობრების დახმარებაზე უარი არ თქვათ.
ნაკლები კრიტიკა და მეტი თანამშრომლობა საქმეებს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ. ახალი ნაცნობობა და საქმიანი კონტაქტები განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდება.
შაბათ-კვირას მეგობრებთან შეხვედრები თქვენს მომავალ გეგმებზე დადებით გავლენას მოახდენს.
სასიკეთო დღეები: 27, 30
არასასიკეთო დღე: 28
♉ კურო
ეს კვირა კარიერული წინსვლისა და მიზნების მიღწევისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. წარმატება მთლიანად თქვენს შრომასა და დისციპლინაზე იქნება დამოკიდებული. ეცადეთ, კონფლიქტებსა და კამათს თავი აარიდოთ და ნაკლებად ისაუბროთ საკუთარ გეგმებზე — ასე უფრო სწრაფად მიაღწევთ შედეგს.
პარასკევი ხელსაყრელია მოლაპარაკებების, დოკუმენტებისა და კონტრაქტების გასაფორმებლად.
შაბათ-კვირას გარემოს შეცვლა და ქალაქგარეთ დასვენება ენერგიას შეგმატებთ.
სასიკეთო დღეები: 26, 29
არასასიკეთო დღე: 27
♊ ტყუპი
ამ კვირაში თქვენი ლიდერული უნარები განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე გმართებთ. შესაძლოა გარშემომყოფების მიმართ ზედმეტად კრიტიკული გახდეთ, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.
პირად ცხოვრებაში სიტუაციების მოგვარებას დიდი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ, თუ ინტუიციას მოუსმენთ.
სასიკეთო დღეები: 25, 30
არასასიკეთო დღე: 28
♋ კირჩხიბი
თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი ამ კვირაში განსაკუთრებით მაღალი იქნება. მიუხედავად ამისა, საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება არ ღირს. კარგი დროა პარტნიორებისა და თანამშრომლების სანდოობის შესაფასებლად.
ენერგია და მოტივაცია საკმარისი გაქვთ, რათა მიზნებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ.
შაბათ-კვირას მოულოდნელი თავგადასავლებია მოსალოდნელი – მთავარია, ემოციებს ზედმეტად არ აჰყვეთ.
სასიკეთო დღეები: 27, 31
არასასიკეთო დღე: 30
♌ ლომი
პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა ამ კვირაში თქვენს მთავარ უპირატესობად იქცევა. სწორედ ეს დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი საკითხების წარმატებით მოგვარებაში და ახალი შესაძლებლობების მიღებაში.
თქვენი შრომა და ინიციატივა აუცილებლად დაფასდება. კარგი პერიოდია ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მოგზაურობისთვის.
სასიკეთო დღეები: 29, 31
არასასიკეთო დღე: 27
♍ ქალწული
ამ კვირაში მნიშვნელოვანია, საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროთ. თუ რამეს არ ეთანხმებით, ნუ გადადებთ სათქმელს. ორშაბათი ახალ იდეებს მოგიტანთ, თუმცა მათი განხორციელება დიდ ენერგიას მოითხოვს.
შედეგი ნამდვილად გაამართლებს თქვენს ძალისხმევას.
შაბათ-კვირა სრულად დასვენებასა და გართობას დაუთმეთ.
სასიკეთო დღეები: 25, 28
არასასიკეთო დღე: 26
♎ სასწორი
ინფორმაციის გადამოწმება და სიფრთხილე ამ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნებისმიერი დაუფიქრებელი განცხადება შესაძლოა არასწორად იქნას გაგებული.
არ ჩაერთოთ სარისკო პროექტებში და პარტნიორები ყურადღებით შეარჩიეთ. პირად ცხოვრებაში დადებითი ცვლილებები შესაძლებელია, თუ საკუთარ თავზე იმუშავებთ.
შაბათ-კვირას ეცადეთ, ზედმეტი აურზაური თავიდან აიცილოთ.
სასიკეთო დღეები: 28, 29
არასასიკეთო დღე: 26
♏ მორიელი
თუ საკმარის ძალისხმევას გასწევთ, ამ კვირაში კარიერული წინსვლის რეალური შანსი გაქვთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და ახალი პარტნიორული ურთიერთობები.
ყველა გეგმის განხორციელება მარტივი არ იქნება, თუმცა შეუპოვრობა წარმატებას მოგიტანთ. დიპლომატია ფინანსური საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
შაბათ-კვირა მეგობრებთან სასიამოვნო შეხვედრებს გპირდებათ.
სასიკეთო დღეები: 28, 31
არასასიკეთო დღე: 30
♐ მშვილდოსანი
შესაძლოა შინაგანად გრძნობდეთ, რომ გარკვეულ საკითხებში საკუთარ თავს ბოლომდე გულწრფელად არ ესაუბრებით. ყურადღებით დააკვირდით საქმიან გარემოს – შესაძლოა, ვიღაც საკუთარ ინტერესებს თქვენგან მალავდეს.
მიუხედავად სირთულეებისა, მიზნებისკენ მოძრაობა უნდა გააგრძელოთ. ეცადეთ, ზედმეტი კონტაქტები შეამციროთ და ოჯახურ საკითხებში მეტი მოთმინება გამოიჩინოთ.
შაბათ-კვირას აქტიურობა წარმატებას მოგიტანთ.
სასიკეთო დღეები: 26, 30
არასასიკეთო დღე: 29
♑ თხის რქა
საქმიან სფეროში გარკვეული დაბრკოლებები მოსალოდნელია, ამიტომ სხვის რჩევებს ბრმად ნუ დაეყრდნობით. გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ.
თქვენს გეგმებს წარმატების დიდი შანსი აქვს, თუ ბოლომდე მონდომებული იქნებით. ურთიერთობებში კი მეტი სითბო და ყურადღება დაგეხმარებათ ჰარმონიის შენარჩუნებაში.
სასიკეთო დღეები: 28, 30
არასასიკეთო დღე: 26
♒ მერწყული
ამ კვირაში საკუთარი ძლიერი მხარეების გამოყენება მთავარი ამოცანა იქნება. ნუ გასცემთ ზედმეტ დაპირებებს და ეცადეთ, ზომიერება შეინარჩუნოთ.
კონფლიქტებს განსაკუთრებით მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში. პუნქტუალურობა და დისციპლინა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.
შაბათ-კვირას ახლობლების დარწმუნებისთვის ძლიერი არგუმენტები დაგჭირდებათ.
სასიკეთო დღეები: 27, 30
არასასიკეთო დღე: 25
♓ თევზები
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მიმდინარე მოვლენები თქვენგან დამოუკიდებლად ვითარდება, თუმცა სინამდვილეში მნიშვნელოვანი პროცესების ცენტრში ხართ.
ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ სიყვარულის შანსი ახლოსაა – მთავარია, ის არ გამოგეპაროთ. ამ კვირაში განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობთ და თქვენი იდეებიც დაფასდება.
შაბათ-კვირას თქვენი ხიბლი და თავდაჯერებულობა ბევრ ადამიანს მოხიბლავს.
სასიკეთო დღეები: 26, 28
არასასიკეთო დღე: 25
თამთა გურული

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·