ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – 4-10 მაისი, 2026

19 hours ago 4

ეს კვირა ხელსაყრელია საქმეების მშვიდად მოსაწესრიგებლად. დროა პრაქტიკულ ამოცანებს დაუბრუნდეთ და საკუთარ თავს მეტი ყურადღება დაუთმოთ. მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მკაფიო გადაწყვეტილებები ზედმეტი ხმაურის გარეშე. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ეს კარგი დროა სამუშაო საკითხებზე, საოჯახო საქმეებზე, ფინანსებსა და ურთიერთობებზე ფოკუსირებისთვის, თუმცა რაც შეეხება მოქმედებას, სიჩქარე და სპონტანურობა რეკომენდებული არ არის. 

ამ კვირაში ცაზე ორი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება.

5 მაისს მარსი იუპიტერთან კვადრატში იქნება. ამ ასპექტმა შეიძლება გააძლიეროს ადამიანთა ამბიციები, რაც მათ შეუწყნარებელს გახდის განსხვავებული მოსაზრებების მიმართ. შესაძლებელია კონფლიქტები მსოფლმხედველობისა და პირადი შეხედულებების გამო, მაგრამ ყველაზე ინტენსიური დაძაბულობა მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ პატივს არ სცემენ.  

ეს თვითრწმენისა და სიამაყის ასპექტია, როდესაც მისი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი მზადაა ნებისმიერ დაბრკოლებას შეებრძოლოს. შესაძლოა უტაქტოდ და უხეშად მოიქცეს, სხვები კი განაწყენდნენ იმის გამო, რომ მათ მიმართ სათანადო პატივისცემას არ იჩენენ. ეს ასპექტი აძლიერებს აღიარების მოთხოვნილებას. შესაძლოა გამოვლინდეს ჯილდოების მიღებისა და პატივისცემის გამძაფრებული სურვილი.

5-6 მაისი, მერკური-პლუტონის კვადრატი – ეს ასპექტი ხელს უწყობს ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერებას. შეიძლება გაიზარდოს აზროვნების ინტენსივობა და მოვლენების არსში წვდომისადმი მისწრაფება, თუმცა ამ ასპექტის გავლენით წარმოქმნილ აზრებსა და იდეებს შეიძლება უარყოფითი ელფერი ჰქონდეს. ინტელექტუალური აქტივობის ზრდას შეიძლება შეუსაბამობა ახლდეს, როგორიცაა ხშირი გადასვლა ერთი თემიდან მეორეზე.

ასეთმა შეუსაბამობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს აკადემიურ მოსწრებაზე.

ეს ასპექტი აძლიერებს კრიტიკულ აზროვნებას. იზრდება სხვების კრიტიკის სურვილი. ეს არის ბოროტი სატირის, დაცინვის, კრიტიკის ობიექტის სიამაყის შელახვის ასპექტი. ინტერპერსონალურ ურთიერთობებში შეიძლება გახშირდეს კონფლიქტები კრიტიკული შენიშვნებისა და სხვათა მანიპულირების მცდელობის გამო.

♈ ვერძი

ამ კვირაში შეძლებთ დაგეგმილი მიზნების დიდი ნაწილის მიღწევას. შესაძლებელია კონკურენტებთან კამათი სამსახურში ან პირად ცხოვრებაში. ეცადეთ, დამოუკიდებელი პოზიცია შეინარჩუნოთ. პარასკევს შესაძლოა არასწორი ინფორმაცია მიიღოთ, მოქმედების დაწყებამდე კარგად დაფიქრდით.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში დაისვენოთ და თქვენი სახლი ზრუნვის სითბოთი აავსოთ.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 8.

კურო

ამ კვირაში შესაძლოა ახალი ჰორიზონტები გამოგიჩნდეთ, მაგრამ ნუ მისცემთ თავს უფლებას, რომ აჩქარდეთ. სამსახურში თქვენს მოვალეობებს დეტალებისადმი დიდი ყურადღებით მოეკიდეთ. ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკოთ საკუთარ თავზე, ჭორაობამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს.

ამ შაბათ-კვირას თავი ახალი, სასიამოვნო გამოცდილებით გაანებივრეთ. კარგი იქნება, თუ ქალაქგარეთ იმოგზაურებთ.

სასიკეთო დღეები: 4, 10.

არასასიკეთო დღე: 9.

ტყუპი

ამ კვირაში უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი გელით. მოსალოდნელია ხელფასი მოგიმატონ ან შესაძლოა თქვენმა პარტნიორმა ძვირად ღირებულ რესტორანში რომანტიკულ ვახშამზე დაგპატიჟოთ. შეიძლება თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილები ახდეს. ახალი შესაძლებლობები და გზები გაიხსნება, მაშინაც კი, თუ იმედი უკვე გადაწურული გაქვთ. საშუალებას გექნებათ, თქვენი ახალი შემოქმედებითი იდეებით ყველა გააოცოთ.

შაბათ-კვირას ეცადეთ, ძალები დაზოგოთ და ენერგიას გაუფრთხილდეთ – წინ აქტიური დღეები გელით.

სასიკეთო დღეები: 4, 8.

არასასიკეთო დღე: 6.

კირჩხიბი

ამ კვირაში ეცადეთ, თავი აარიდოთ კამათსა და საჯარო დაპირისპირებას. მოემზადეთ გუნდური მუშაობისთვის და იმედგაცრუებული არ დარჩებით. ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, რომ შესაძლოა ლიდერის პოზიცია შემოგთავაზონ. ეცადეთ ემოციები მოთოკოთ და გონებას დაეყრდნოთ – მხოლოდ სიტუაციის მშვიდი შეფასება მოგიტანთ წარმატებას.

შაბათ-კვირას აუცილებლად გაითვალისწინეთ უფროსი ასაკის ადამიანების ბრძნული რჩევები და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები.

სასიკეთო დღეები: 5, 7.

არასასიკეთო დღე: 8.

ლომი

ამ კვირაში დიდი სურვილი გექნებათ, უფრო ელეგანტურად და შთამბეჭდავად გამოიყურებოდეთ, ყურადღების ცენტრში იყოთ და კუთხეში მშვიდად არ იჯდეთ. ოთხშაბათს ეცადეთ, საქმიანი დოკუმენტაცია თვალთახედვის არიდან მოარიდოთ, რადგან კონკურენტებს შეუძლიათ ადვილად ისარგებლონ თქვენი ნდობით. ხუთშაბათს გამოიჩინეთ წინდახედულობა და სიფრთხილე, განსაკუთრებით ახალი ადამიანების გაცნობისას. სიმშვიდე დაგეხმარებათ საქმეების მოგვარებაში.

შაბათს აიღეთ ინიციატივა საკუთარ თავზე, მხარდაჭერას აუცილებლად მიიღებთ.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 7.

ქალწული

ქალწულებისთვის ეს მაისის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული კვირა იქნება. კარგი დროა დოკუმენტების მოწესრიგებისთვის, ფინანსური ანგარიშსწორებისა და საოჯახო საქმეებისთვის. ურთიერთობებში უმჯობესია უფრო რბილად ისაუბროთ, მოერიდეთ გულწრფელობას კონფიდენციალურ საუბარში, ან არასწორად გაგიგებენ, ან თქვენს სიტყვებს თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ. ეს კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვისაც შეუძლია მშვიდად და თანმიმდევრულად მოქმედება.

შეეცადეთ შაბათ-კვირა ქალაქგარეთ, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 5, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

სასწორი

ეს კვირა ემოციური საუბრებითა და მოვლენებით იქნება სავსე. მეტი კომუნიკაცია და შეხვედრები სასარგებლო იქნება თქვენთვის. ნუ უგულებელყოფთ ახალი საჭირო ინფორმაციის გაცნობას, რადგან ცოდნა ძალაა. სამსახურში საქმეები საკმაოდ წარმატებული იქნება და თქვენმა მიღწევებმა შეიძლება თქვენც კი გაგაოცოთ. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ.

შაბათ-კვირას ფრთხილად იყავით დიდ და ხმაურიან ჯგუფებთან, შეიძლება მოტყუვდეთ და იმედგაცრუებული დარჩეთ.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 9.

მორიელი

ამ კვირაში თქვენი წარმატება დიდწილად დამოკიდებულია თქვენს ემოციურ მდგომარეობასა და ოპტიმიზმზე. მეტად ენდეთ საკუთარ თავს და მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. მოემზადეთ, სამსახურში უმაღლესი თანამდებობის პირებისგან ქებას დაიმსახურებთ. თუ თავდაჯერებულობას შეინარჩუნებთ, წარმატება გარანტირებულია, განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში. პარასკევი თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი დღე იქნება.

შაბათ-კვირას თავს დასვენების უფლება მიეცით და დრო სასურველ გარემოში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 7, 8.

არასასიკეთო დღე: 6.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ამ კვირაში მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე; ნუ გადაიტვირთებით, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც სამუშაოს შესრულებაზე, ისე თქვენს კეთილდღეობაზე. სამსახურში სასურველია კომპრომისზე წასვლა და ინიციატივის გამოჩენისას კოლეგების ინტერესების გათვალისწინება. მოერიდეთ არასაჭირო შეხვედრებსა და კონტაქტებს. პირად ცხოვრებაში შეეცადეთ, დაუკვირდეთ თქვენს სიტყვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საერთო მომავალზე საუბრობთ.

შაბათ-კვირა იდეალურია გარემოს შესაცვლელად და დასვენებისთვის.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე: 5.

თხის რქა

ამ კვირაში შეეცადეთ, უფრო მშვიდი და დიპლომატიური იყოთ, განსაკუთრებით კოლეგებთან და უფროსებთან ურთიერთობაში. თქვენი პროფესიული ცხოვრება საკმაოდ წარმატებული იქნება და თქვენივე მიღწევები თქვენც კი გაგაოცებთ. პარასკევს, თქვენი ოცნების ასახდენად სერიოზული ძალისხმევა დაგჭირდებათ. სასურველია იპოვოთ თანამოაზრე ადამიანები, რომლებიც თქვენს იდეებსა და შეხედულებებს იზიარებენ. იყავით უფრო ყურადღებიანი ირგვლივ მყოფების მიმართ და ნუ უგულებელყოფთ მათ რჩევებს. გააძლიერეთ პირადი ურთიერთობები.

შაბათ-კვირას შეიძლება დროებითი მარტოობა განიცადოთ, მაგრამ ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობასა და საქმეებზე.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 7.

მერწყული

ამ კვირაში შეძლებთ დიდი ხნის პრობლემებისგან თავის დაღწევას და ახალი გამოწვევების გადასაჭრელად მზად იქნებით. სამუშაო მოითხოვს დისციპლინას და ვადებისადმი დიდ ყურადღებას. ოთხშაბათი დაძაბული, მაგრამ კონსტრუქციული დღეა, თუმცა საჭირო ინფორმაციის პოვნა შეიძლება ძალიან რთული იყოს. იყავით მომთმენი და ნუ უარყოფთ დახმარების შემოთავაზებებს.

პირად ცხოვრებაში უმჯობესია არ მოერიდოთ სერიოზულ საუბრებს, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გაქვთ. ფული უფრო ფრთხილად დახარჯეთ, განსაკუთრებით არასაჭირო ნივთებზე.

შაბათ-კვირას შეიძლება გაგიჩნდეთ იდეა, რომელიც მომავალში გამოგადგებათ.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 5.

თევზები

ეს კვირა თევზებს საშუალებას აძლევს, უფრო მშვიდი ტემპით იმოქმედონ, ძალები აღიდგინონ და მეტი ყურადღება მიაქციონ საკუთარ თავს. სამსახურში მნიშვნელოვანია, რომ არ დაიკარგოთ დეტალებში და არ გადადოთ ის, რაც დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. ურთიერთობებში მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს და უფრო გულწრფელები იყავით. ფინანსური გადაწყვეტილებები ნელა და მხოლოდ დეტალების გადამოწმების შემდეგ მიიღეთ.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, დრო დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 6, 7.  

არასასიკეთო დღე: 4.

თამთა გურული

სრულად წაკითხვა