ამ კვირაში კოსმოსური სურათი მშვიდი, მაგრამ მრავალშრიანია, რაც მოგვიწოდებს სიღრმისკენ, სამართლიანობისა და პრაქტიკული სტაბილურობის პოვნისკენ. ყურადღება გამახვილებულია საუბრებზე, გრძნობებსა და ფინანსებზე. ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ და ვგრძნობთ, იწყებს ფორმის მიღებას, როგორც ნაყოფიერ ნიადაგში დარგული თესლი.
5 და 6 მაისი სიბრძნის, პერსპექტივისა და იღბლის დღეებია. მერკურისა და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტი ხელს უწყობს ინტელექტუალურ განვითარებას – ეს ასპექტი შესაძლებელს ხდის მოვლენების უფრო ფართო კონტექსტის დანახვას, ახალი ცოდნისა და იდეების კარი იღება. ამ დღეებში უფრო ადვილია მნიშვნელოვანი აზრების გადმოცემა და კონტაქტების დამყარება.
კარგი პერიოდია პროფესიული უნარების გასავითარებლად, თუმცა დიდი ინვესტიციების განხორციელება არ უნდა იჩქაროთ, თავი უნდა აარიდოთ სპეკულაციებსა და სარისკო ფინანსურ ტრანზაქციებს. კვირის პირველ ნახევარში უმჯობესია არ იმოგზაუროთ ხანგრძლივად და უფრო ფრთხილად იყოთ მანქანის მართვისას.
10 მაისიდან მერკური კუროს მყარ და პრაქტიკულ ნიშანში შედის. ვერძის ნიშნის გავლით პლანეტის დინამიკური ტრანზიტის შემდეგ, ლოგიკა და აზროვნების სიცხადე წინა პლანზე წამოიწევს. ფიქრები უფრო ღრმა და საფუძვლიანი ხდება. საუკეთესო სტრატეგიაა ზომიერი აქტივობა და ყურადღების კონცენტრირება, თუმცა ეს დრო შესაფერისია რომანტიკული შეხვედრებისა და ვნებიანი რომანებისთვის. არსებობს შესაძლებლობა უფრო გააძლიეროთ გრძნობები ან გარდაქმნათ ურთიერთობები.
ვერძი
ეს კვირა ქმნის ნიადაგს შეგნებული და ხანგრძლივი ცვლილებებისთვის თქვენს ცხოვრებაში. შესანიშნავი პერიოდი იწყება გააზრებული ინვესტიციებისთვის, დაგეგმვისა და გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებისთვის. ურთიერთობებში ყურადღებით იყავით თქვენი ემოციებისა და ინტუიციის მიმართ – არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, დახუროთ ძველი თემები ან ახალ დონეზე აიყვანოთ ურთიერთობა. ამ კვირაში შინაგან სტაბილურობას და ფინანსური საკითხების მოგვარების სურვილს იგრძნობთ. ხელსაყრელი პერიოდია იმისათვის, რომ ხელმძღვანელობა თქვენი იდეებით დააინტერესოთ და მათი დახმარება და მხარდაჭერა მიიღოთ. არსებობს კარიერულ კიბეზე აღმასვლის შესაძლებლობა.
შაბათ-კვირას ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან კონსენსუსს მიაღწიოთ.
სასიკეთო დღეები: 8, 11.
არასასიკეთო დღე: 7.
კურო
ამ კვირამ შესაძლოა მოულოდნელი შესაძლებლობები გაგიჩინოთ. ამოცანების გადაჭრა, რომლებიც ადრე მიუწვდომელი ჩანდა, ახლა მარტივად შეიძლება. თქვენი პრობლემების უმეტესობა გაქრება და პროექტები წარმატებით დასრულდება. სიახლოვეს ნუ გაიკარებთ სიზარმაცეს, თორემ მასთან გამკლავებას ვერ შეძლებთ. გამოიყენეთ ეს დრო თქვენი ცოდნის გასაძლიერებლად, ფინანსური გამოთვლების განსახორციელებლად და სტრატეგიების გასაანალიზებლად – ეს პერიოდი პრაქტიკული და მდგრადი გეგმების შემუშავების შესაძლებლობას იძლევა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ვნების გაძლიერება და გრძნობების გამოვლენა.
შაბათ-კვირას ერთგული იყავით თქვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ.
სასიკეთო დღეები: 7, 10.
არასასიკეთო დღე: 5.
ტყუპი
ამ კვირაში ნებისმიერ ინიციატივას, რომელსაც წამოიწყებთ, წარმატების ძალიან მაღალი შანსი აქვს, განსაკუთრებით, თუ აქტიურობას და ანალიტიკურ უნარებს გამოიჩენთ. შესაძლებელია თქვენი ყველაზე გაბედული და ამბიციური სურვილების ასრულება. მიიღებთ იმ აღიარებას, რასაც იმსახურებთ. შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ ცოდნის გასაძლიერებლად, გრძნობების დასალაგებლად, ფინანსური სფეროს სტაბილიზაციისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. 10 მაისს თქვენი მმართველი პლანეტა მერკური კუროს ნიშანში შევა, რაც ფულადი სფეროს სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. სასიამოვნო და საინტერესო მოვლენები გელით პირად ცხოვრებაში.
შაბათ-კვირას ეცადეთ, ღია დაპირისპირებას მოერიდოთ და დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 6, 9.
არასასიკეთო დღე: 8.
კირჩხიბი
ამ კვირაში ყველაფერზე კარგად უნდა დაფიქრდეთ და სერიოზულად მოემზადოთ გადამწყვეტი ნახტომისთვის. იქმნება შესაფერისი სივრცე წარმატებული გადაწყვეტილებების მისაღებად, საქმიანი ურთიერთობების ტრანსფორმაციისა და პრაქტიკულ აზროვნებაზე გადასვლისთვის. თქვენი აზრები უფრო ნათელი, სიტყვები კი უფრო შთამაგონებელი ხდება. თუ თქვენს შესაძლებლობებს მალავდით, დროა, ისინი სხვებსაც გაუმხილოთ. პარასკევს, საუბრისას მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი მიზნები, ეს მოგვიანებით თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, მაგრამ ენერგია საკუთარი თავისთვისაც დაზოგეთ.
შაბათ-კვირას მოსალოდნელია ბავშვებთან უთანხმოება, შეეცადეთ, სიტუაციიდან გამოსასვლელად საერთო აზრი იპოვოთ.
სასიკეთო დღეები: 8, 10.
არასასიკეთო დღე: 9.
ლომი
ამ კვირაში გაიხსენეთ თქვენი ძველი მეგობრები, მოიწვიეთ ისინი სტუმრად ან თუნდაც დაურეკეთ, რომ გაიგოთ, როგორ არიან. სასურველია, თქვენი აზრები, დოკუმენტები, ნივთები და გეგმები წესრიგში მოიყვანოთ. და თქვენ იგრძნობთ შინაგან სიმსუბუქეს და სიმშვიდეს. ეს პერიოდი შესაფერისია საჯარო გამოსვლებისთვის, ინტერვიუებისთვის, რადგან თქვენი გავლენის ძალა იზრდება. შესანიშნავი დროა წერილების წერისთვის, საზოგადოების წინაშე წარდგომისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისა და პუბლიკაციებისთვის. ოთხშაბათს უმჯობესია ხელმძღვანელისგან შორს დაიჭიროთ თავი. შესაძლოა ის თქვენი აქტიურობითა და ინიციატივით იყოს გაღიზიანებული. კვირის მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვლება და თქვენი პიროვნული ხიბლი კარიერულ კიბეზე ასვლაში დაგეხმარებათ.
შაბათ-კვირას ფრთხილად იყავით: შესაძლოა, განზრახ დამახინჯებული ინფორმაცია მიიღოთ, ამიტომ სხვა წყაროებთანაც გადაამოწმეთ.
სასიკეთო დღეები: 6, 11.
არასასიკეთო დღე: 9.
ქალწული
ამ კვირაში შეიძლება გქონდეთ მიზეზი, რომ თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებზე იფიქროთ. ეს არის დრო, როდესაც შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და მოძებნოთ ახალი პერსპექტივები. ამ პერიოდში ადვილია, თქვენი აზრი ირგვლივ მყოფებს გააცნოთ და მხარდაჭერა მოიპოვოთ. თუ დიდი ხანია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვას გეგმავთ, ეს დრო დადგა და აღარ გადადოთ. სამსახურში წარმატება დიდწილად თქვენს მონდომებასა და ორგანიზატორულ უნარებზეა დამოკიდებული. კვირის მეორე ნახევარი საუკეთესოა სწავლისთვის, გარიგებების დადებისთვის, მენტორებთან ან ავტორიტეტულ ფიგურებთან კომუნიკაციისთვის. რომანტიკული შეხვედრებისთვის კარგია ხუთშაბათი და შაბათი.
კვირის ბოლოს ბევრი საინტერესო საქმიანი ან მეგობრული წინადადება გამოჩნდება. კვირას სასურველია, ბავშვებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ.
სასიკეთო დღეები: 5, 9.
არასასიკეთო დღე: 6.
სასწორი
ეს კვირა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაგროვილი საკითხებისა და პრობლემების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ მარტივად გაუმკლავდეთ ნებისმიერ რთულ ამოცანას, თუ წვრილმანებზე არ გადაიტანთ ყურადღებას. გამოიყენეთ დიალოგისა და ნდობის ძალა ბიზნესპარტნიორებთან სადავო საკითხების მოსაგვარებლად. პარასკევიდან მერკური ტოვებს მგზნებარე ვერძს (თქვენს ოპოზიციას) და გადადის კუროს გამოზომილ და მიწიერ ნიშანში. ეს ტრანზიტი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ფინანსებთან მუშაობისთვის, მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოსამზადებლად, უკვე გაკეთებულის გასაანალიზებლად და გრძელვადიანი პროექტების დასაგეგმად.
შაბათ-კვირას თქვენი ბევრი მეგობარი თქვენთან დროის გატარებას მოისურვებს და თქვენც მოგიწევთ დიპლომატიური უნარების დემონსტრირება, რათა განაწყენებული არავინ დარჩეს.
სასიკეთო დღეები: 8, 10.
არასასიკეთო დღე: 6.
მორიელი
ეს არის მდგრადი გადაწყვეტილებების, პრაგმატული იდეების, ბიზნესისადმი უფრო დაბალანსებული მიდგომისა და მატერიალური ბაზის გაძლიერების პერიოდი. კვირის პირველი ნახევარი მეორეზე უფრო პროდუქტიული იქნება, ამიტომ უმჯობესია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ორშაბათისა და სამშაბათისთვის დაგეგმოთ. სამსახურში ზედმეტად არ დაიტვირთოთ და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დავალების შესრულებისას აუცილებელია სიფრთხილე და გულისხმიერება, ნაკლები იმპულსურობა. მოინდომეთ, რომ გააკეთოთ ყველაფერი კეთილსინდისიერად და რეალურ დროში. უმჯობესია ნაკლები გააკეთოთ, მაგრამ ხარისხიანად და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ მდგრად მოგებაში.
შეეცადეთ შაბათ-კვირა მხიარულად გაატაროთ, სასურველ გარემოში – დიდხანს დაგამახსოვრდებათ!
სასიკეთო დღეები: 5, 10.
არასასიკეთო დღე: 9.
მშვილდოსანი
ამ კვირაში შეგიძლიათ თავდაჯერებულად დაგეგმოთ რაიმე გრანდიოზული და არ შეგეშინდეთ მხარდაჭერის გარეშე დარჩენისა, მაგრამ ნუ ეცდებით ყოველთვის წინა რიგში ყოფნას; ზოგჯერ უმჯობესია ჩრდილში იდგეთ. ოთხშაბათს შესაძლოა საქმიან ურთიერთობებში დაძაბულობა წარმოიშვას. ეცადეთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, თქვენი ქმედებები ზუსტი და გადამწყვეტი უნდა იყოს. სიყვარულის სფეროში ტრანსფორმაციების კარიბჭე იხსნება. ეს შეიძლება იყოს პატიების, პარტნიორთან გულწრფელი საუბრის მომენტი. ან წარსულის მოულოდნელი დაბრუნება ძველი ტკივილის მოსაშუშებლად. დღის წესრიგში ფინანსური საკითხებიც დგას: გარემოებები ხელს უწყობს ინვესტიციების გადახედვას, ფარული რესურსების გამოვლენას და ვალებისგან თავის დაღწევას.
შაბათ-კვირა მოულოდნელი და უსიამოვნო სიურპრიზებით იქნება სავსე, მაქსიმალური ყურადღება დაგჭირდებათ.
სასიკეთო დღეები: 8, 9.
არასასიკეთო დღე: 6.
თხის რქა
ამ კვირაში მრავალი ცხოვრებისეული თუ საქმიანი საკითხი მშვიდად და სტრესის გარეშე მოგვარდება. თქვენ გარშემო ატმოსფერო ჰარმონიული იქნება და სიმშვიდეს მოგიტანთ. შესაძლოა თქვენმა უჩვეულო იდეებმა კოლეგები აღაფრთოვანოს, თუმცა ამ გეგმების განხორციელება თავად მოგიწევთ. აუცილებელია მიღებული ინფორმაციის გულდასმით შემოწმება, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მეგობრების დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაყრდნობა. კვირის ბოლოს შესაძლებელია ახალი ნაცნობები გამოჩნდნენ.
შაბათ-კვირას გამონახეთ დრო დასვენებისა და გართობისთვის, ახალი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დაიტვირთეთ.
სასიკეთო დღეები: 8, 11.
არასასიკეთო დღე: 5.
მერწყული
ეს კვირა შესანიშნავია დაგეგმვისთვის, მოლაპარაკებებისა და თვითგამოხატვისთვის. მხარდაჭერას იპოვით როგორც ბიზნესში, ისე ურთიერთობებში. გამოიყენეთ თქვენი კომუნიკაციის უნარები და ინტუიცია, ენდეთ თქვენს ინსტინქტებს და წარმატება გარანტირებული გექნებათ. თუმცა სანამ რამეს გააკეთებთ, ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე უნდა გაიაზროთ. კვირის ბოლოს ჰარმონიული ასპექტები ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით, თუ ადრე გაუგებრობები გქონდათ. ნათესავებს შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეთ, აიღეთ იმხელა ტვირთი, რომლის მართვაც შეგიძლიათ.
შაბათ-კვირას სასურველია დაისვენოთ ბუნებაში – ბუნებასთან კომუნიკაცია ხელს შეუწყობს დაკარგული ენერგიისა და ძალების აღდგენას.
სასიკეთო დღეები: 7, 10.
არასასიკეთო დღე: 9.
თევზები
ეს კვირა ხელსაყრელია ახალი კავშირების დასამყარებლად; შეგიძლიათ მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. ოთხშაბათს მიიღებთ დიდი ხნის ნანატრ ინფორმაციას, რომელიც, სავარაუდოდ, ძალიან გაგახარებთ და თვითგანვითარების ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ. მოსალოდნელია პროფესიული წინსვლა და წარმატება. სამსახურში ბევრი აქტუალური პრობლემა მშვიდად და მარტივად მოგვარდება. დაეყრდენით თქვენს გამოცდილებას, მოვლენების გამოთვლისა და სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს; იმპროვიზაციები წარუმატებლობისთვის იქნება განწირული. კარგი პერიოდია ახალი რამის შესასწავლად ან მოგზაურობის დასაგეგმად.
შაბათ-კვირის განმავლობაში მეტი ყურადღება მიაქციეთ დასვენებას, ეცადეთ უფრო ხშირად გახვიდეთ ქალაქგარეთ.
სასიკეთო დღეები: 6, 9.
არასასიკეთო დღე: 8.
თამთა გურული