ჰუმანიტარული და მეცნიერებათა აკადემია პრეზიდენტის, გიორგი ჩახუნაშვილის განაჩენს ეხმაურება

4 hours ago 1

21.06.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

საქართველოს ჰუმანიტარული და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი ეხმაურება ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განაჩენს.

72 წლის პედიატრს, გიორგი ჩახუნაშვილს 19 ივნისს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი 4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში ჰქონდა წარდგენილი. ჩახუნაშვილ ედავებოდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად.

ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ აკადემიის პრეზიდიუმის განცხადებას”

“ღრმა შეშფოთებით ვეხმიანებით აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლის საფუძველზეც მას 5 წლით თავისუფლები აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი ჩახუნაშვილი არის ცნობილი ექიმი-პედიატრი, პროფესორი, აკადემიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურება საქართველოს, ქართულ მედიცინას, მეცნიერებასა და განათლებას. მისი პროფესიული ბიოგრაფია, საზოგადოებრივი საქმიანობა და პიროვნული ავტორიტეტი საყოველთაოდ ცნობილია. იგი იყო ექიმის პროფესიის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და ჰუმანიზმის მაგალითი.

იმის გათვალისწინებით, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბატონი გიორგის გარდა დაპატიმრებული არის კიდევ 6 ადამიანი [ამ ჯგუფში], ჩვენ მოვითხოვთ, რომ სრულად, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიანი და გადახედვა მოხდეს კანონის გათვალისწინებით, ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით. ასევე, მოვითხოვთ სასამართლო პროცესის შესაბამისობის შეფასებას სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებით. ასევე, [მოვითხოვთ] საქართველოს სახალხო დამცველის, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ საქმის შესწავლას. საერთაშორისო სამედიცინო, სამეცნიერო და აკადემიურ საზოგადოებას მოვუწოდებთ ჩართულობას ამ საქმის მონიტორინგში. პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ღირსების და ფუნდამენტური უფლებების სრულ დაცვას სასჯელის აღსრულების პერიოდში; ყველა სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენება პატიმართა უფლებების აღდგენის და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია დემოკრატიულ, კანონიერ და მშვიდობიან საქმიანობას პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის და სხვა პატიმართა უფლებების დასაცავად”, – ნათქვამია მიმართვაში.

გიორგი ჩახუნაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ის ამბობს რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს, ათონელის რეზიდენციასთან პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

“ბევრი ვიფიქრე, მოვსულიყავი თუ არა. ჩავთვალე საჭიროდ, რომ უნდა გამოვიდე და ავსახო ის რეალობა, რაც იყო იმ დღით [4 ოქტომბერს]. როცა მივხვდი, რომ ჩემი პროფესიული მოვალეობა მოითხოვდა ამას, მაშინ შევედი 28 წამით ეზოში, მეტრზე, მეტრ-ნახევრის სიღრმეზე. ხელში მეჭირა გამოხდილი წყალი, ფიზიოლოგიური ხსნარი, საჭიროებისამებრ გამოვიყენე და გამოვედი.

ამ 9 თვეში [რაც საქმის განხილვა მიმდინარეობს] 2 მსოფლიო კონგრესი ჩავატარე, ორი ჟურნალი გამოვუშვი, დავამთავრე სახელმძღვანელო, რომელიც თითქმის დაკაბადონებულია, “ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგიის საფუძვლები”, გადავარჩინე 3 პატარა ბავშვი, რომელზეც შეიძლებოდა აბორტი გაეკეთებინათ. ჩემთან კონსულტაციის შედეგად, მიხარია, რომ დღეს ეს 3 სიცოცხლე არის. თქვენ გადაწყვიტეთ, მე გარეთ ვარ საშიში თუ შიგნით. სად ვარ საჭირო, გარეთ თუ შიგნით”, – განაცხადა გიოგი ჩახუაშვილმა სხდომათა დარბაზში განაჩენის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე.

სრულად წაკითხვა