არსებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა, რომელსაც სპეცრაზმმა გაზის კაფსულა თვალში მოარტყა, კომაშია

2 weeks ago 12

მშვიდობიან მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან. ყველა დაზარალებული ყვება, რომ მათ ნიღბიანი პოლიციელები ჯგუფურად უსწორდებიან და მიზანმიმართულად ურტყამენ სახეში. ბევრ მათგანს აღენიშნება სახის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა. ნაცემი მოქალაქეების ნაწილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.

ნაცემი მოქალაქეები “მთავარ არხთან” ყვებიან, როგორ და რა მეთოდებით გაუსწორდა მათ გომელაურის პოლიცია.

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, 22 წლის აქტივისტი, რომელსაც, გუშინ სპეცრაზმელებმა თვალში გაზის კაფსულა ესროლეს, კომაშია.

22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს!! :((
კომაშია!!
გუშინ, სპეცრაზმელებმა, თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა.
მთელი ღამე ოპერაციას უკეთებნენ.
ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ!!!
ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!” წერს ჟორჟოლიანი.

სრულად წაკითხვა