“არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნებს უნდა მზადება – საჭიროა თქვენი ძალები გამოჩნდეს“- ზურაბიშვილი

5 hours ago 3

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნები. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მზად ვარ დაგეხმაროთ. საჭიროა თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ იცოდეთ ვინ ხართ და სად ხართ, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს, თუ არ მოგწონთ, ჩამოაყალიბეთ! თქვენი ჯერი მოვიდა!

“საზოგადოებას უნდა მშვიდობიანი გამოსავალი ამ უდიდესი კრიზისიდან, ეს გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, ამას ითხოვდნენ ჩვენი მეგობრები გარეთ, ამას ვითხოვთ ჩვენ და ამას მივაღწევთ. მაგრამ იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნები. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მზად ვარ დაგეხმაროთ. საჭიროა თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ იცოდეთ ვინ ხართ და სად ხართ, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს, თუ არ მოგწონთ ჩამოაყალიბეთ, თქვენი ჯერი მოვიდა. იმ პარტიებსაც თავიანთი ადგილი ექნებათ. მრავალფეროვნება ამ ქვეყნის სიძლიერეა, მაგრამ ახალი პარტიები ნამდვილად საჭიროა, რომელიც ასახავს იმ ახალ საქართველოს, რომელიც დღეს იბადება.

საჭიროა მზადყოფნა – დამკვირვებლები. ეს არ უნდა იყოს გადადებული ხვალინდელი დღისთვის, ეს გუშინ უნდა დაწყებულიყო. კარგია დგომა, კიდევ უფრო კარგია მომზადება იმისთვის, რაც ჩვენ გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის.

არ უნდა აღმოვჩნდეთ მოუმზადებელი მომავალი არჩევნებისთვის. მე პირადად ვმუშაობ იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ის პირობები, რომელიც იქნება მინიმალური, რომ ჩვენ და თქვენ, ყველამ დავიჯეროთ, რომ არჩევნები იქნება მართლაც თავისუფალი და დაცული, ასე გავალთ ჩვენ სამშვიდობოს. სხვა გზა არ არის. ამ ქვეყნისთვის და ამ რეგიონში, სხვა გზა არ არის, თუ გვინდა ჩვენ მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია. ეს არის არჩევნები, კარგად მომზადებული არჩევნები, რომელსაც დავიცავთ ბოლომდე, ისიც ვიცით კარგად, რომ წინა არჩევნები არამხოლოდ გააყალბეს ისეთი დახვეწილი მეთოდებით, რომელიც მხოლოდ ქვეყნის გარეთ შეიძლება იყოს მოფიქრებული, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენ არ მოვემზადეთ ისე როგორც საჭირო იყო, იმიტომ რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი – რაც სწორია და დარწმუნებული ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით. ახლა დარწმუნებულიც უნდა ვიყოთ და მომზადებულიც. ეს არის ჩვენი, თქვენი და ჩემი მოვალეობა, ამ მშვიდობიან ბრძოლაში ვართ ერთად და ნამდვილად გავიმარჯვებთ ყველანი ერთად. დიდება საქართველოს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულად წაკითხვა