ბაჩო ქაჯაიას ასამართლებენ

12 hours ago 3

მსახიობ ბაჩო ქაჯაიას ასამართლებენ. მისი ინტერესების დამცველი თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო 21 იანვარს არის დანიშნული:

“მედიაში შეცდომით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობები ანა ტყებუჩავა და ბაჩო ქაჯაია სასამართლომ დააჯარიმა.
მსახიობ ბაჩო ქაჯაიას ინტერესებს, როგორც ადვოკატი, წარმოვადგენ მე.
განვმარტავ, რომ ჩაგვბარდა უწყება, რომლის მიხედვითაც ბაჩოს ედავებიან 2025 წლის 09 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას მაშინ, როცა ხალხის რაოდენობა იყო არასაკმარისი.
პროცესი ჯერჯერობით არ ჩატარებულა. ჩანიშნულია 21 იანვარს 17:00 საათზე.
შევხვდებით პროცესზე.”

სრულად წაკითხვა