გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს

1 month ago 35

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი 16-17 სექტემბერს საქართველოს სტუმრობს. თბილისიდან იგი სომხეთში გაემგზავრება.

მიხაელ როთი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს.  საქართველოში ვიზიტამდე მან ტვიტერზე დაწერა: „მივემგზავრები თბილისში! არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ოლიგარქია დემოკრატიისთვის საწამლავია. ანტილგბტ კანონმდებლობა არ შეესაბამება საქართველოს ტოლერანტობისა და ღიაობის ხანგრძლივ ისტორიას. მთავარია დიალოგი. გერმანია და ევროკავშირი მხარს დაუჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, თუ ხელისუფლება შეცვლის თავის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას“.

სახელისუფლებო არხების, მათ შორის „იმედის“, POSTV-ისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტები, თბილისის აეროპორტში მიხაელ როთს დახვდნენ და საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. საუბარია როთის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ეკლესია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა“. სახელისუფლებო მედია მისი პირადი ცხოვრების გამოც შეეცადა მის დისკრედიტაციას.

16 სექტემბერს მიხაელ როთი საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მედეგი დემოკრატიის ხერხემალია. გმადლობთ პროევროპული ერთგულებისა და ინსპირაციული მუშაობისთვის. უცხოელი აგენტების კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურისთვის საწამლავია და ამიტომაც უნდა გაუქმდეს“, – დაწერა როთმა ტვიტერზე.

It’s the civil society, stupid!

Critical, brave NGOs are the backbone of a strong, resilient democracy. Thanks for pro-European commitment and inspiring work.

The foreign agent law is poison for democratic culture in Georgia and must therefore be abolished. #ontheRoth 🇬🇪🇪🇺 pic.twitter.com/D3fEz6HrwU

— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) September 16, 2024

იმავე დღეს მიხაელ როთი ქვიარ ორგანიზაციების აქტივისტებსა და წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის თბილისი პრაიდიდან, თანასწორობის მოძრაობიდან, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფიდან, ასევე ონლაინ OC Media-დან.

„საქართველოს აქვს მრავალფეროვნებისა და უმცირესობების პატივისცემის საამაყო ისტორია. სწორედ ეს მემკვიდრეობაა, რის გამოც საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ანტი-ლგბტქ კანონი + სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილი არის დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს უნდა შეწყდეს. მადლობა ყველა მამაც უფლებადამცველს და ლგბტქ აქტივისტს“, – დაწერა როთმა ტვიტერზე.

Georgia has a proud history of diversity + respect for minorities. This legacy is why 🇬🇪 belongs in the EU. The anti-LGBTQ law + hatred against sexual minorities are an obstacle on 🇬🇪's path to the EU. It must be stopped. Thanks to all brave human rights defenders + 🏳️‍🌈 activists. pic.twitter.com/T4tdwAjtuo

— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) September 16, 2024

მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდება როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუმცა, ორი კვირის წინ, ხელისუფლებამ თბილისში მყოფ ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაშინ აღნიშნა, რომ ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრა „არ არის მიზანშეწონილი“ და მან მიხაელ როთი ახსენა, რომელიც, კობახიძის თქმით, „ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში“. მიხაელ როთი მაშინდელი დელეგაციის წევრი არ ყოფილა. უცნობია, შეხვდებიან თუ არა ოფიციალური პირები როთს მიმდინარე ვიზიტის დროს.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა