ხაშურის მერის პირველი მოადგილე, ზვიად ქურდაძე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი ავრცელებს.
“მოზაიკამ” ინფორმაციის დაზუსტება ხაშურის მერიაში სცადა. ხაშურის მერის მოადგილის, ზვიად გოგუაძის განმარტებით ქურდაძე ამჟამად შვებულებაშია.
“მის წასვლაზე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი, თებერვლის შუა რიცხვებში უმთავრდება შვებულება,-“ გვითხრა ზვიად გოგუაძემ.
ინფორმაცია არ აქვს, არც მერიის საზოგადოებრივი სამსახურის ხელმძღვანელს. ნინო სუხიაშვილის განცხადებით, ქურდაძე შვებულებაშია და საზღვარგარეთ იმყოფება.
“მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ იმყოფება, გავრცელებული ინფორმაციის შესახებ არაფერი ვიცი, -“ გვითხრა ნინო სუხიაშვილმა.
“მოზაიკას” ინფორმაციით, ზვიად ქურდაძე შვებულების დასრულების შემდეგ ხაშურის მერიას დატოვებს და საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.