სკვერი 30 000 ლარად – ახალშენში დასასვენებელი სივრცე მოეწყო 

3 hours ago 1

ახალშენში სკვერი მოეწყო, სამუშაოები შპს ალინოსმა ჩაატარა და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარამდე თანხა მიიღო. 

პროექტის მიხედვით მოეწყო ღობე, ბილიკები დეკორატიული ფილებით, ატრაქციონები, კაუჩუკის მოედანი, ბორდიურები.

გორის მერიის განმარტებით სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024″ – ის ფარგლებში განხორციელდა. 

“პროექტი ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ მერიამ ხელშეკრულება შპს ალინოსსთან გამარტივებული შესყდივის გზით გააფორმა. 

სრულად წაკითხვა