ივანიშვილი: მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია

1 month ago 37
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ქართველ მებრძოლs შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილs (იგივე The Machine) UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მიულოცა.
. საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში, რომელიც ლას-ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე გაიმართა, 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
როგორც ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, მერაბ დვალიშვილის სახით საქართველოს უკვე მეორე ჩემპიონი ჰყავს.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია. ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში მან 18-ჯერ მოიგო.
იგი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა - თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.
დვალიშვილი ბოლო 10 წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს, აქედან 7 წელი მშენებლობაზე მუშაობდა და პარალელურად ვარჯიშობდა. 33 წლის დვალიშვილი ორთაბრძოლებზე ხშირად გამოდის ნაციონალური ფაფახით და დროშით და აღნიშნავს, რომ წარმოშობით საქართველოდანაა.
სრულად წაკითხვა