მინდა, ჩემს ზუგდიდელებს დიდი მადლობა გადავუხადო აქტიურობისთვის – გურამ როგავა

2 weeks ago 12

მინდა, ჩემს ზუგდიდელებს დიდი მადლობა გადავუხადო აქტიურობისთვის.
ყველას გთხოვთ, ვინც ოდნავ მაინც მცემთ პატივს ჩემს ქალაქში, გადით გარეთ, არ დაემორჩილოთ რუსული რეჟიმის დამყარების მცდელობას!
პროტესტის გამოხატვისკენ განსაკუთრებით მოგიწოდებთ მათ, ვინც 2012 წლამდე, უსამართლობის წინააღმდეგ მხარდამხარ ვიდექით.
ახლა, როცა სამშობლოს გვართმევენ, რატომ ხართ ჩუმად?!
ახლა მაინც ხომ ღიად გვითხრა ივანიშვილმა რომ რუსია და ქართველ ხალხს ომს უცხადებს, ამაზე მეტი სიცხადე რა უნდა იყოს?!
გადით გარეთ!
ჩემს დაკრძალვაზე ხომ მოხვიდოდით?
მართლა ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს და მინდა გაიაზროთ, რომ ეს მუქარის შესრულება და მიზანმიმართული თავდასხმა იყო.
თუ დღეს მე გამიმეტეს სასიკვდილოდ, ხვალ თქვენც, თქვენს შვილებსაც მოგწვდებიან, ხვალ თქვენც არ მოეწონებით, თქვენც გამოგიძებნიან საბაბს, რომ უკნიდან მოგეპარონ და გამეტებით ჩაგარტყან ხერხემალში.
გთხოვთ, გადით ჩვენი საყვარელი ქალაქის ქუჩებში!
იხმაურეთ!
ერთად ძლიერები ვართ!

სრულად წაკითხვა