“მიწოდება აღდგება მაქსიმუმ 72 საათში” – ხაშურის 10 სოფელში ბუნებრივი აირი გაითიშა 

7 hours ago 2
ახალი ამბები

3 seconds ago

1 წუთის საკითხავი

ხაშურის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში ბუნებრივი აირი გაითიშა. მერიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. 

“ბუნებრივი აირის მილზე მომხდარი ავარიული დაზიანების გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხაშურის მერია “სოკარ ჯორჯია გაზზე” დაყრდნობით ავრცელებს. 

გაზმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზინებული მილის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და გაზის მიწოდება მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში აღდგება. 

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.

სრულად წაკითხვა