პოლიციამ ოპოზიციის ორი წევრი დააკავა

1 month ago 46

პოლიციამ 4 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი, თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე, დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. ეძგვერაძე ასევე არის „ნაციონალური მოძრაიბის” გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.

ირაკლი ნადირაძეც მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ირაკლი ეძგვერაძემ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს გლდანში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალა. ეძგვერაძეს არანაირი შეხება არ ჰქონდა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან.

ეძგვერაძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, საკრებულოს წევრი ნაცემია. ტყეშელაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, მან მოუწოდა საქართველოს სახალხო დამცველს, საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს.

„ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, „ქართული ოცნება“ ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა. ესაა „ქართული ოცნების“ განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში“, – განაცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი წევრების დაკავების საპასუხოდ.

ეძგვერაძე ყურადღების ცენტრში გასული წლის სექტემბერშიც მოექცა, როდესაც გლდანში საკუთარი სახლის მახლობლად სცემეს, როდესაც ის საკრებულოს სხდომიდან შინ ბრუნდებოდა. ეძგვერაძე თავდასხმას საკრებულოს სხდომის დროს „ქართული ოცნების“ წევრთან, კოტე ზარნაძესთან შეკამათებას უკავშირებდა. მისი თქმით, მის ცემაში ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები მონაწილეობდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა