“საქართველოს ადგილი ევროპაშია” – IT სფეროს წარმომადგენლები მსველობას მართავენ

1 week ago 5

IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავენ – მათი ნაწილი ჯერ პარლამენტის შენობამდე მივიდა, ახლა კი გმირთა მოედანზე არიან.

აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც. ისინი სკანდირებენ: “საქართველო!”; “საქართველოს გაუმარჯოს!”.

პროგრამისტები, დეველოპერები და IT-ში დასაქმებული სხვა ადამიანები 2 დღის განმავლობაში გაფიცულები იქნებიან. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ პოლიტპატიმრებსაც და საპროტესტო გამოსვლებზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, საქართველოს ადგილი ევროპაშია.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

სრულად წაკითხვა