საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში ლიონი სტუმრად ფინის-ოლნოუს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ლიონის მხრიდან მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
გიროგიმ სტატისტიკური გვერდის Sofascore-ს მიხედვით 10 ქულიდან 7.4 ქულა დაიმსახურა, რაც კარგი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე მინდორზე მეორე ტაიმში გამოვიდა.
მიმდინარე სეზონში კი მიქაუტაძეს 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ჟორჟმა 7 გოლიდან 4 საფრანგეთის ლიგა 1-ში გაიტანა, 2 ევროპის ლიგაზე, ხოლო ერთი საფრანგეთის თასზე.
Post Views: 2