„ყაზბეგის" საბაჟოზე შეზღუდვები წესდება

1 month ago 41
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. 18 სექტემბრიდან „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
დილის საათებში ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც დაგეგმილ გადაუდებელ საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, 2 ოქტომბრამდე იმოქმედებს.
ზემოაღნიშნული დროის (06:00-09:00 საათი) ამოწურვის შემდეგ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
სრულად წაკითხვა