“შსს-ში 100-ზე მეტი გათავისუფლების განცხადებაა დაწერილი, რომელსაც არ აკმაყოფილებენ”- გახარია

1 week ago 9

როცა ამ უწყებას ჰყავს ნორმალური მენეჯმენტი, ის ნორმალურად ოპერირებს. რომ ნახოთ კადრების რამხელა გადინებაა – ღირსეული პოლიციელების უმეტესობა ახლა ამერიკაში არიან და მძღოლებად მუშაობენ. ბევრი ადამიანი გაიქცა, ვინც ვერ შეეგუა, ბევრიც ვერ გაიქცა. ვიღაცა ჩაითრიეს, ვიღაცა დააშინეს, ვიღაცა მოისყიდეს…

ახლა რაც ხდება, ამის აღდგენას დასჭირდება წლები. დაზუსტებით ვიცი, რომ [შსს-ში] 100-ზე მეტი [გათავისუფლების] განცხადებაა დაწერილი, რომელსაც უბრალოდ არ აკმაყოფილებენ.

განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ გადაცემაში “რეაქცია”.

სრულად წაკითხვა