,,10 წუთით დამაგვიანდა, მძღოლზე ძალიან გავბრაზდი” – სტუდენტი ინდოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას იმის გამო გადაურჩა, რომ საცობში მოყვა და რეისს ვეღარ მიუსწრო

1 month ago 9

ბჰუ­მი ჩა­უ­ჰა­ნი ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სტუ­დენ­ტია, რო­მე­ლიც ქმარ­თან ერ­თად ბრის­ტოლ­ში ცხოვ­რობს, და­სას­ვე­ნებ­ლად და­სავ­ლეთ ინ­დო­ეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სა­ცო­ბის გამო ზუს­ტად 10 წუ­თით და­აგ­ვი­ა­ნა Air India-ს იმ რე­ის­ზე, რო­მელ­მაც კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და და გა­დარ­ჩა.

,,მძღოლ­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დით, რად­გან ვერ მი­ვუს­წა­რით რე­ისს და აე­რო­პორ­ტი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლებ­მა დავ­ტო­ვეთ“, – იხ­სე­ნებს ის.

ახალ­გაზ­რდა ქა­ლის თქმით, ავი­ა­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს სთხო­ვა შეშ­ვე­ბა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

ვთხო­ვე, შიგ­ნით შე­ვეშ­ვი, რად­გან მხო­ლოდ 10 წუ­თით და­ვაგ­ვი­ა­ნე. ვუ­თხა­რი, რომ ბოლო მგზავ­რი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ამის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს. აე­რო­პორ­ტი­დან გა­მო­ვე­დით და ჩაის და­სა­ლე­ვად ერთ ად­გი­ლას გავ­ჩერ­დით… ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტოს­თან ვსა­უბ­რობ­დით, თუ რო­გორ დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა ბი­ლე­თე­ბის თან­ხა… სწო­რედ იქ გა­ვი­გე, რომ თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­და. სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დავ­რჩი”, – იხ­სე­ნებს ჩა­უ­ხა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ Boeing 787 Dreamliner-ი, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 13:40 სა­ათ­ზე აფ­რე­ნი­დან სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ქა­ლა­ქის მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლას ჩა­მო­ვარ­და. თვითმფრი­ნავ­ში 242 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ­გან მხო­ლოდ ერთი გა­დარ­ჩა.

წყარო: ambebi.ge

სრულად წაკითხვა