14 მაისს შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

3 hours ago 2

კომპანია „თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 14 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის და აჩაბეთის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV, X მიკრორაიონების, თემქის დასახლების III, IV მიკრორაიონების, ქობის, მარკ ბრონშტეინის, ლევან რჩეულიშვილის, ზღვისუბნის, რომელაშვილის, ლაგურაშვილის, ბობოხიძის, ლურჯქედის, გაბაშვილის, მარგიანის, საგუბარის, გორგაძის და ავშნის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად წაკითხვა