2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3%-ით გაიზარდა

1 month ago 28
ბათუმის პორტი, 2021 წლის ოქტომბერი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

„საქსტატის“ მიერ 13 სექტემბერს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14.703 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3%-იანი ზრდაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 2.4%-ით გაიზარდა და 4.173 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3.3%-ით, 10.530 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6.356 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 19 სექტემბერს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა