WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პრო-ევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, 23 წლის სერგეი ყანჩელი პოლიციელებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მომხდარის გამო სასწრაფოდ ქვეყნის დატოვება მოუწია.

7 ოქტომბერს ფეისბუკზე დაწერილ პოსტში სერგეი ყანჩელი წერს, რომ ის ახლა უკვე დაუსახელებელ „უსაფრხო ქვეყანაში“ იმყოფება და საზოგადოებას ამცნობს 27 სექტემბერს მომხდარის შესახებ.

სახელმწიფო უწყებები ბრალდებას ჯერ არ გამოხმაურებიან.

„მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას“

მისი ცნობით, ეს ამბავი 2026 წლის 27 სექტემბერს, კვირა დღეს მოხდა, - როდესაც ის სარბენად იყო გასული.

„სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ. ჯამში ექვსნი იყვნენ“, - წერს ის.

მისი მონათხრობის თანახმად, პოლიციელებმა ერთ-ერთ სასაფლაოზე გადაიყვანეს:

- „ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ“.

- „[იარაღს] მადებდნენ თავზე, მკედრსაა და სხეულის სხვა ნაწილებზე“.

- „მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას“.

ის წერს, რომ „წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში“, რის შემდეგაც პოლიციელებმა ტერიტორია დატოვეს.

მოქალაქეობრივი პოზიციის გამო

ყანჩელი წერს, რომ პოლიციის ძალადობას მისი სამოქალაქო პოზიცია განაპირობებდა - წინააღმდეგობა „ქართულ ოცნებასთან“:

„ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ „აკაცუკად“ და აბუჩად იგდებდნენ ჩემს სამოქალაქო პოზიციას“, - წერს ის.

„ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გაიაზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა“, - წერს იგი.

მისი თქმითვე, საჩივარი შეიტანა პოლიციელების წინააღმდეგ, რათა „მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს“.

რადიო თავისუფლებამ წერილობითი შეკითხვით მიმართა პროკურატურის პრესცენტრს, დაწყებულია თუ არა გამოძიება.

ინფორმაცია განახლდება