8 მარტის ღამით დონეცკის ოლქზე შეტევას 11 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

1 month ago 20

შაბათს, 8 მარტის ღამეს, უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე რუსული არმიის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ განაცხადა რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა.

„დაბნელების შემდეგ რუსებმა სამი შეტევა განახორციელეს ქალაქზე. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა ოთხი მრავალსართულიანი კორპუსი“, - წერს ჩინოვნიკი.

მან ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილი ხანძრის ფოტო გამოაქვეყნა.

გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" მაშველებზე დაყრდნობით წერს, რომ დაზიანებულია 8 ხუთსართულიანი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა და 30 მანქანა. ხანძარი საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობაში გაჩნდა.

ომამდე დობროპილიაში დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქი პოკროვსკიდან ჩრდილოეთით 20 კმ-ში მდებარეობს, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.

სრულად წაკითხვა