მომღერალი ზურა მანჯავიძე 26 მაისს ბაბუა გახდა.
ამ დიდი სიხარულის შესახებ ზურა მანჯავიძე fortuna.ge-ს ესაუბრა:
"9 წელია, რაც ჩემმა გიორგიმ ქეთა მოიყვანა ცოლად. მას მერე ველოდებოდით შვილიშვილს. დადგა ეს სანეტარო დრო და გამაბაბუეს. მგონი, აქამდე მერიდებოდნენ. სიხარულის მეტი უკეთესი სიტყვა არ მეგულება, აღმაფრენა. ენით აღუწერელი განცდაა. საერთოდ განსხვავებულია. ბაბუობისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი და ფსიქიატრიულადაც, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ემოციებია. სრულყოფილ ადამიანად ვიგრძენი თავი. განსხვავებული სახელი უნდოდათ, აიკო კი ნიშნავს "სიყვარულის ნაყოფს". აიკო მანჯავიძე პირველი და ერთადერთია" - ისაუბრა ზურა მანჯავიძემ.