“EU-მა რეპრესიული ქმედებები დაგმო, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების დროა… ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს”

1 week ago 6

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ინტერესთა დაცვის დირექტორი, ისკრა კიროვა და ასოცირებული დირექტორი, გიორგი გოგია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ახლა “გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დრო დადგა”.

“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც საქართველოს საკითხს 16 დეკემბერს განიხილავენ, ქვეყანაში მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩახშობის თაობაზე, რომელიც უკვე მეორე კვირაა გრძელდება, დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მოითხოვონ. ასევე, ევროკავშირის მინისტრებმა სანქციები უნდა დაუწესონ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებზე არიან პასუხისმგებლები. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე, საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ხელისუფლების მკაცრი პასუხი, საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისის საფრთხეს ქმნის”, – წერია განცხადებაში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დასაჯოს და ხელისუფლების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები უნდა დაუწესოს.

“ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კონსენსუსს უნდა მიაღწიონ, რათა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი გამოიყენონ იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემონსტრანტების ცემასა და მათ წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებაზე. ასევე, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დიპლომატებისთვის შენგენის სავიზო მოთხოვნების შემოღება უნდა განიხილოს. ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებული მხარდაჭერის პარალელურად უნდა მოხდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა