europop: Tales of Play | ფორუმის განრიგი, თემები და ყველა სპიკერი

1 month ago 23
  • 12-13 აპრილს თბილისში დიდი სპორტის შემქმნელი ადამიანების გზები გადაიკვეთება
  • ფესტივალის სახელწოდებაა europop: tales of play - სპორტზე თხრობის ფორუმი
  • უკვე ცნობილია ფორუმის განრიგი, ყველა თემა და ყველა სპიკერი

europop forum: tales of play-მდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება!

12-13 აპრილს საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართება და თუ გსურთ, ამ ღონისძიებაზე დასწრება, ბილეთების შეძენა აქ შეგიძლიათ.

Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე, ევროპოპ ფორუმის სცენას სპორტის მენეჯმენტისა და მედიის პროფესიონალებთან ერთად, რამდენიმე ლეგენდარული ფეხბურთელიც გაიზიარებს.

europop forum: tales of play პირველად ტარდება, თუმცა, სპორტის გულშემატკივრები სიაში არაერთ ნაცნობ სახელს იხილავთ. მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჩამოგითვლით: საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდები - პატრიკ კლუივერტი და კლარენს ზეედორფი, პოდკასტერი ჯოდი ავირგანი, ESPN-ის ადამ ნოიჰაუსი, მსოფლიო რაგბის ერთადერთი ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი, თუმცა, ვარსკვლავური სტუმრების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ღონისძიების ფორმატიც. აქვე გეტყვით, რომ ფორუმის მიზანია, გახდეს რეგიონში სპორტის ფანების და პროფესიონალების ყოველწლიური შეკრების ადგილი.

როგორც უკვე იცით, ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, განრიგის, სპიკერებისა და ყველა თემის შესახებ ინფორმაციას კი აქ შეგიძლიათ გაეცნოთ:

პარასკევი, 12 აპრილი

დრო და მთავარი სცენა

18:00 - 19:00: სტუმრების რეგისტრაცია
19:00 - 19:30: Tales of Play - შოთა არველაძე
19:30 - 20:15: საქართველო ევრო 2024-ზე - [პანელური დისკუსია]
20:15 - 20:25: ლეგენდების სერია 001 - სცენის მიღმა [ფილმის ჩვენება]
20:25 - 21:00: საუბრობენ ლეგენდები (Q&A აუდიტორიასთან) [დიალოგი] - შოთა არველაძე; კლარენს ზეედორფი 
21:00: ნეთვორქინგი

შაბათი, 13 აპრილი

დრო და მთავარი სცენა

11:00 - 12:00: საუზმე
12:00 - 12:20: ​​გოგო, რომელსაც MMA შეუყვარდა [პრეზენტაცია] - Dudey 
12:20 - 13:20: რაგბის რეალობა: ამბები მოედანს მიღმა [დიალოგი] - მეთიუ ჯენი; ნიკა ამაშუკელი 
13:20 - 14:00: ბრენდინგის მნიშვნელობა თანამედროვე ფეხბურთში [პრეზენტაცია] - ერეკლე ინაშვილი
14:00 - 14:45: სპორტით მოყოლილი ამბები [პრეზენტაცია] - რეიჩელ რემზი 
14:45 - 15:45: ლანჩი
16:00 - 16:45: პოდკასტის ძალა [პრეზენტაცია] - ჯოდი ავირგანი
16:45 - 17:45: მარცხი: რაზე საუბარიც არ გვიყვარს [პრეზენტაცია] - მერი პილოუნი
18:00 - 19:00: შეტევის ხელოვნება (Q&A w/ აუდიტორიასთან) [დიალოგი] - ადამ ნეუჰაუსი; პატრიკ კლუივერტი

დრო და თეატრის სცენა

13:00 - 13:45: სპორტზე თხრობის ხელოვნება [პრეზენტაცია] - ადამ ნეუჰაუსი
14:00 - 14:45: შვილი [დიალოგი] - გოგი გვახარია; გიორგი ყიფიანი
16:00 - 16:45: სპორტი სცენაზე [Live Performance]

After party | მტკვარზე - Free welcome drinks

20:00: Doors open
21:00: Young Georgian Lolitaz
23:00: MokuMoku
01:00: Moku 2 & Moku T

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმის შესახებ ვრცლად ევროპოპ ფორუმის კონტენტ კრეატორმა თინათინ კოპალიანმა europop forum: tales of play-ის ორ მოდერატორთან ერთად ისაუბრა. პოდკასტში, რომლის ნახვაც ვრცლად ჩვენს Youtube-არხზე შეგიძლიათ, დაჩი იმედაძე და სოფიკო ვასაძე ფორუმის მნიშვნელობაზე ლაპარაკობენ.

europop forum: tales of play-მდე თქვენ შეგეძლებათ ფესტივალის შესახებ უფრო მეტი პოდკასტის მეორე ეპიზოდში შეიტყოთ, რომლის ნახვის შესაძლებლობაც კვირას ჩვენს Youtube-არხზე გექნებათ. ამჯერად, სპორტის თხრობის პირველ ფორუმზე თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ტატო ბაციკაძე და გიორგი უგულავა ისაუბრებენ.

სრულად წაკითხვა