G7 ადასტურებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისთვის მზადყოფნას, თუ ის უკრაინაში ომს არ შეწყვეტს

1 week ago 16

„დიდი შვიდეული“(G7) ადასტურებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებისთვის მზადყოფნას, თუ ის უარს იტყვის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე

G7-ის წევრები არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა და იაპონია.

ამ სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრა 20-22 მაისს კანადაში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვა საფნანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებიც და უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერგიი მარჩენკო.

შემაჯამებელი კომუნიკეს ერთი თავი მთლიანად უკრაინას ეთმობა. G7-ის სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების მმართველები გმობენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ ომს და ადასტურებენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას.

მიესალმებიან ძალისხმევას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და თუ ეს არ მოხდება, განიხილავენ ყველა შესაძლო, მათ შორის მაქსიმალური ზეწოლის ვარიანტს და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებას.

G7 ადასტურებს, რომ რუსეთის სუვერენული აქტივები დაბლოკილი იქნება, სანამ ის აგრესიას არ შეწყვეტს და უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს არ აანაზღაურებს.

სრულად წაკითხვა