3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი გრძელდება. Geotour2025 გასულ კვირაში კახეთში, ლაგოდეხის შესარჩევი ტურნირით დაიწყო, რომლის გამარჯვებულმა Underdogs-მა ფინალური ეტაპი საგზური მოიპოვა. გასულ შაბათსა და კვირას თბილისის შესარჩევი ტურნირი ჩატარდა, რომელიც ძალიან მასშტაბური გამოდგა. ტურნირში 24 გუნდი მონაწილეობდა და მასში ფინალური ეტაპის 10 საგზური თამაშდებოდა.
შაბათს, ტურნირის პირველ დღეს მონაწილიდან 12 შეირჩა. შეჯიბრი ვერის ბაღის დარბაზში გაიმართა და გუნდები წილისყრით დაწყვილდნენ. ოლიმპიური სისტემით, 12 გამარჯვებული მეორე, ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა. კვირას გამართულ 12-გუნდიან ტურნირს იუსტიციის სახლის ეზომ უმასპინძლა. გუნდები 4 ჯგუფში განაწილდნენ და თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პლეი ოფში გადავიდა.
ერთ ნახევარფინალში “ბერუმ” დაძაბულ ბრძოლაში – 10:9 დაამარცხა “ვინგსი”. მეორეში კი “წიქარამ” დამაჯერებლად – 14:7 სძლია “ვერას”. ფინალური მატჩიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. “ბერუს” შემადგენლობაში დავით დადუნაშვილი, მერაბ მირზიაშვილი, ვოვა თავაქარაშვილი და ვასილ ბერუაშვილი იყვნენ. “წიქარას” ღირსებას ცოტნე ცარციძე, გიორგი ბართია, ლუკა კუჭუხიძე და საბა შარვაშიძე იცავდნენ. შეხვედრა “ბერუს” გამარჯვებით – 17:14 დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს საპრიზო ფონდიდან გადაეცა 1000-ლარიანი ვაუჩერი, ხოლო ფინალში დამარცხებულ “წიქარას” – 500-ლარიანი ვაუჩერი. პრიზიორები კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.
ტურნირის 10 საუკეთესო გუნდი ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ეს გუნდებია:
ბერუ, წიქარა, ვერა, ვინგსი, სკუბი, ლეგალ, ელიტეს, სტუ, ლახვბა და ვინჩესტერები. ამას ემატება კახეთის გამარჯვებული Underdogs-ი და ფინალური ეტაპის ბოლო, მე-12 მონაწილე რჩება, რომელსაც ბათუმის შესარჩევი ტურნირი გამოავლენს.
GBF.GE